700 კგ ხორცი, 400 კგ თევზი, 4 000 კვერცხი - "ბორჯღალოსნების" მენიუ მსოფლიოს თასზე

AutoSharing Option
"express and echo" რუბრიკაში "სპორტი და კვება" აქვეყნებს სტატიას, რომელშიც ლონდონის 2015 წლის მსოფლიოს თასზე რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებების გეგმებზე მოგვითხრობს.

"დევონის საგრაფოში მდებარე სასტუმრო Woodbury Park Hotel-ის პერსონალი ამბობს, რომ მსოფლიოს თასის მონაწილე ორი გუნდის, რუმინეთისა და საქართველოს მორაგბეები იქ ყოფნისას ენითაუწერელი რაოდენობის საკვებს "გაანადგურებენ".

ეს ნაკრებები სწორედ ამ სასტუმროში დაბანაკდებიან. ყოველკვირეულად მათ შეკვეთილი აქვთ 700 კილოგრამი ხორცი და 400 კგ თევზი.

მორაგბეები გულგრილნი არც კვერცხის მიმართ არიან - ფაქტია, რომ სასტუმრო ამ ორი გუნდისთვის კვირაში 4 000 ათას
კვერცხს შემოიტანს.

სასტუმროს პერსონალი ამბობს, რომ ისინი ელიტური სპორტსმენები არიან და ბუნებრივია, ნორმალური ადამიანის რაციონზე დაახლოებით ორჯერ მეტს მიიღებენ - 4,5 ათას კალორიას დღეში.

მორაგბეთა მენიუში სასმელიც არ არის დავიწყებული: ერთი-ორი ჭიქა ღვინო დობროგეას რეგიონიდან (რუმინეთი) და ქართული ლუდი "ნატახტარი".

ეს ორი გუნდი მსოფლიოს თასის მატჩებს ექსიტერში, "სანდი პარკზე" გამართავს, ხოლო ვარჯიშს სასტუმროს მოედანზე ჩაატარებს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ამ ქალაქში მსოფლიოს თასის ერთ თამაშს გამართავს - 7 ოქტომბერს ნამიბიას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ღმერთმა შეგარგოთ ბიჭებო!ნეტა ჩვენი მთავრობაც ესე ამართლებდეს მათ დანახარჯებს,როგორც თქვენ!!!წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.ქრისტე აღსდგა!!!
დავით ცხამელი
18:50 10-04-2015
0
გენაცვალეეეთ,დუქნი ლომებო და ჭალი მგლეეეებო!ალალია თქვენზე ყველაფერი!
davidbe
19:26 10-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული