"ტელეგრაფმა" მამუკა გორგოძე ყველა დროის ყველაზე კუნთმაგარ მორაგბეთა ოცეულში შეიყვანა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "ტულონის" მესამეხაზელი მამუკა გორგოძე ბრიტანულმა "ტელეგრაფმა" კიდევ ერთხელ დააფასა.

ამ მეტად კომპეტენტური და პოპულარული გაზეთის ვერსიით, ჩვენებური კუნთმაგარ მორაგბეთა შორის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

ცხადია, ეს ქართველი მორაგბის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა. მით უფრო, რომ საუკეთესო 20 მორაგბეს შორის ისეთი სახელოვანი მოთამაშეები მოხვდნენ, როგორებიც არიან:

ჯერი კოლონზი (ახალი ზელანდია), დენი გრივუკი (უელსი), მარტინ ჯონსონი (ინგლისი), სხალკ ბურხერი (სამხრეთი აფრიკა), ბრაიან ლიმა (სამოა), უეინ შელფორდი (ახალი ზელანდია), ბაკის ბოთა (სამხრეთი აფრიკა), ვუდი დული (ინგლისი), ჟან
პიერ რიკსი (საფრანგეთი), მაიკ სკინერი (ინგლისი), ჟერარ შოლი (საფრანგეთი), სებასტიან შაბალი (საფრანგეთი), ბრედ თორნი (ახალი ზელანდია), ჯულიან უაითი (ინგლისი), კოლინ მიდსი (ახალი ზელანდია), ჯიმი კუდმორი (კანადა), ბობი ვინდზორი (უელსი), იაკუს ბურხერი (ნამიბია), ლუის მუდი (ინგლისი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
არაა ნამდვილად არ მიკვირს, იმიტო რო ჯონა სიებში არ შედის კარგა ხანია ცალკე დგას...
მეკო
00:06 11-06-2015
0
ძალიან მაგარი კაცი, ვულოცავ!!! ჩვენი რაგბის სავიზიტო ბარათი და არა მარტო რაგბის - მთლიანად სპორტის!!!
irakli
15:17 09-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული