საქართველოს ნაკრების მატჩებს თბილისის თასი 2015-ზე "მეორე არხი" გააშუქებს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების თბილისის თასი 2015-ზე გასამართ მატჩებს პირდაპირ ეთერში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხი გააშუქებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მატჩები ყველა სატურნირო დღეს (13,17 და 21 ივნისი) 19:00 საათზე გაიმართება.

ტურნირის ყველა მატჩი კი სტრიმის მეშვეობით გადაიცემა, რომლის ბმულსაც 12 ივნისს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე იხილავთ.

თბილისის თასი 2015-ის მატჩების განრიგი:
შაბათი, 13 ივნისი
17:00 - მზარდი იტალია-მზარდი ირლანდია
19:00 - საქართველო-ურუგვაი

ოთხშაბათი, 17 ივნისი
17:00
- ურუგვაი-მზარდი ირლანდია
19:00 - საქართველო-მზარდი იტალია

კვირა, 21 ივნისი
17:00 - ურუგვაი-მზარდი იტალია
19:00 - საქართველო-მზარდი ირლანდია

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული