თბილისის თასი 2015: ურუგვაი უკვე ჩამოვიდა

AutoSharing Option
თბილისის თასის გათამაშება სტარტს მომავალ უქმეებზე აიღებს. თბილისში უკვე ჩამოვიდა ურუგვაის ეროვნული გუნდი, რომელიც მსოფლიოს თასის გათამაშების მონაწილეა და რომლისთვისაც ეს ტურნირი მზადების ერთ-ერთი ეტაპია.

ურუგვაელები თბილისის თასისთვის მზადებას მონტევიდეოში გადიოდნენ და 27-კაციანი შემადგენლობით გვესტუმრნენ.

სამხრეთამერიკელთა ამ შემადგენლობიდან, შესაძლოა, მსოფლიოს თასზე ბევრი ვერ მოხვდეს, თუმცა ეს ამ გუნდის არასერიოზულად აღქმის საბაბს სულაც არ იძლევა.

შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში 13 ივნისს "ბორჯღალოსნებს" სწორედ ურუგვაელებთან აქვთ. ეს შეხვედრა ტესტ-მატჩია და, ცხადია, მისი შედეგი რეიტინგში გავლენას იქონიებს.

ურუგვაის ნაკრები:
ავგუსტინ ალონსო, კარლოს არბოლეია,
ფაერნანდო ბასკუ, მატია ბეერი, მანუელ ბლენხიო, მატიას ბრაუნი, ალეხო კორალი, ალეხო დურანი, ხერონიმო ეჩევერი, ხუან მანუელ გამინარა, სანტიაგო გიბერნაუ, გერმან კესლერი, ნიკოლას კლაპენბახი, ფრანცო ლამანა, ლეონარდო ლეივასი, დიეგო მანო. გასტონ მიერესი, ალეხანდრო ნიეტო, ავგუსტინ ორმაჩეა, მატიას პალომეკი, ხოაკინ პრადა, ალებერტო რომანი, მარიო საგარიო, მატეო სანგვინეტი, ანდრეს ვილასეცა, სანტიაგო ვილასეკა, ხორხე ზერბინო.

* * *
მზარდი იტალიის ნაკრები თბილისს 11 ივნისს ეწვევა. იქამდე კი აპენინელები რომში ემზადებიან და ახლახან "ლაციოს" საკონტროლო მატჩში დაუპირისპირდნენ. გამარჯვება მზარდი იტალიის ნაკრებს დარჩა - 35:7.

"სკუადრა აძურას" მომავალი თაობის გუნდში ორი ლეგიონერია. ესენი არიან: პიეტრო სეკარელი (მაკონი) და სებასტიან ნერი (ჰართფური).

"ბორჯღალოსნები" მზარდი იტალიის ნაკრებს მეორე ტურში, 17 ივნისს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ მატჩები "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გაიმართება. ჩვენი გუნდის თამაში სამივე სატურნირო დღეს 19 საათზე დაიწყება.

მზ. იტალია:
მირკო ამენტა (რომა), რობერტო ბეკერა (რეკო), ჯიოვანი ბენვენუტი (მოლიანო), ლუცა ბიგი (პადოვა), ტომაზო ბონი (მოლოანო), ფილიპო ბუსკემა (კალვიზანო). ემილიანო კაფინი (როვიგო), კარლო კანნა (რომა), პიეტრო სეკარელი (მაკონი), ალბერტო კიეზა (კალვიზანო), მატეო კორაზი (მოლიანო), გაბრიელე დი ჯულიო (კალვიზანო), ჯუზეპე დი სტეფანო (რომა), ორნელ გეგა (მოლიანო), ფილიპო გეროსი (ვიადანა), ფილიპო გუარდუჩი (მოლიანო), ჯორჯ იაკობი (პადოვა), სიმონე მარინარო (რომა), მაქსიმ მბანდა (კალვიზანო), ლაერტ ნაკა (რომა), სებასტიან ნერი (ჰართფური), სიმონე პარისოტო (პადოვა), რობერტო კუარტაროლი (ვიადანა), ფედერიკო პუზა (ვიადანა), მარკო სუსიო (კალვიზანო), ფედერიკო ზანი (პადოვა), ალესიო ზდრილიჩი (კალვიზანო).

თბილისის თასი 2015
13 ივნისი
საქართველო-ურუგვაი
მზ. იტალია-მზ. ირლანდია

17 ივნისი
საქართველო-მზ. იტალია
ურუგვაი-მზ. ირლანდია

21 ივნისი
საქართველო-მზ. ირლანდია
ურუგვაი-მზ. იტალია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული