საქართველო VS ურუგვაი - თბილისის თასი 2015 იწყება

AutoSharing Option
დღეს, 13 ივნისს, "მსოფლიო რაგბის" თბილისის თასის 2015 წლის გათამაშება დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს და ურუგვაის ეროვნული ნაკრებები, ასევე მზარდი ირლანდიისა და მზარდი იტალიის გუნდები მიიღებენ.

ავჭალის სარაგბო სტადიონზე, 17:00 სთ-ზე მზ.იტალია-მზ.ირლანდიის შეხვედრა გაიმართება, ხოლო 19:00 სთ-ზე ერთმანეთს საქართველოს და ურუგვაის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

თბილისის თასი 2015-ის ყველა მატჩი ინტერნეტ სთრიმის მეშვეობით ამ ბმულზე გადაიცემა, "ბორჯღალოსნების" მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი უზრუნველყოფს.

მატჩის წინა დღეს "ბორჯღალოსნებმა", ურუგვაიმ და ირლანდიამ ავჭალაში კაპიტნის ვარჯიშები გამართეს, ხოლო მარტყოფში ივარჯიშეს იტალიელებმა. ამავდროულად,
გუნდების სამწვრთნელო შტაბებმა სამატჩო რაზმები დაასახელეს.


აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა კიდევ ერთ 20-წლამდელს - ბექა გორგაძეს უხმო. მის გარდა მთავარ ნაკრებში კიდევ ხუთი დებიუტანტია: გიორგი ფრუიძე, ნიკა ხატიაშვილი, საბა შუბითიძე, გიორგი თედორაძე და არჩილ ბეჟიაშვილი.

ლევან დათუნაშვილი "ბორჯღალოსნების" 29-ე კაპიტანი შეიქნება.

საქართველო

ხაზი (ბექები): 15 ბექა წიკლაური, 14 გიორგი აფციაური, 13 რეზო გიგაური, 12 მერაბ შარიქაძე, 11 გიორგი ფრუიძე, 10 ლაშა მალაღურაძე, 9 გიორგი ბეგაძე.
შერკინება (ფორვარდები): 1 გიორგი თეთრაშვილი, 2 ჯაბა ბრეგვაძე, 3 ნიკა ხატიაშვილი; 4 ლევან დათუნაშვილი^კაპ, 5 კოტე მიქაუტაძე; 6 ლაშა ლომიძე, 7 საბა შუბითიძე, 8 ბექა ბიწაძე.
მარქაფა: 23 თამაზ მჭედლიძე, 22 გიორგი ტალახაძე, 21 ვაჟა ხუციშვილი / 16 გიორგი თედორაძე, 17 არჩილ ბეჟიაშვილი, 18 ირაკლი მირცხულავა; 19 გიორგი ჩხაიძე, 20 ბექა გორგაძე.

ურუგვაი
ხაზი (ბექები): 15 გასტონ მიერესი, 14 ლეანდრო ლეივასი, 13 ხოაკინ პრადა, 12 ალბერტო რომანი, 11 სანტიაგო ჟივერნო; 10 მანუელ ბლენხიო, 9 აგუსტინ ორმაეჩეა.
შერკინება (ფორვარდები): 1 ალეხო კორალი, 2 ნიკოლას კლაპენბახი, 3 მარიო საგარიო; 4 სანტიაგო ვილასეკა (კაპ), 5 ხორხე სერვინო; 6 მატიას ბიერი, 7 ფერნანდო ბასკუ, 8 ხუან გამინარა.
მარქაფა: 23 ხერონიმო ეჩევერი, 22 ალეხო დურანი, 21 მატიას ბრაუნი, 16 ხერმან კესლერი, 17 კარლოს არვოლეჟა, 18 მატეო სანგინეტი, 19 მატიას პალომეკე, 20 დიეგო მანიო.

მსაჯები
რეფ მარიუს მიტრეა (იტა) კიდ: შოთა თევზაძე, სულხან ჩიხლაძე.

თბილისის თასი 2015 -ის მატჩების განრიგი
შაბათი, 13 ივნისი
17:00 - მზარდი იტალია - მზარდი ირლანდია
19:00 - საქართველო - ურუგვაი

ოთხშაბათი, 17 ივნისი
17:00 - ურუგვაი - მზარდი ირლანდია
19:00 - საქართველო - მზარდი იტალია

კვირა, 21 ივნისი
17:00 - ურუგვაი - მზარდი იტალია
19:00 - საქართველო - მზარდი ირლანდია

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული