Telegraph: რას უნდა ველოდოთ "ბორჯღალოსნებისგან" მსოფლიოს თასზე

AutoSharing Option
Telegraph-ის ჟურნალისტმა ოლივერ პიკაპმა სტატია მიუძღნა მსოფლიოს თასს რაგბიში, მიმოიხილა ყველა ქვეჯგუფი და ყველა გუნდი და სამომავლო დასკვნებიც დადო.

გთავაზობთ მის ნააზრევს საქართველოს ნაკრებზე:

"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რას უნდა ველოდოთ საქართველოსგან. მათ რამდენიმე კუნთმაგარი ფორვარდი ჰყავთ ევროპის საუკეთესო კლუბებში, ისინი სისხლიან ბრძოლას გაუმართავენ ყველას შერკინებაში, საუკეთესოებსაც კი და იშვიათად დაიხევენ უკან.

მაგრამ ნოემბერში მათმა მარცხმა ირლანდიასთან ანგარიშით 49:7 დაგვანახა, რა შორს არიან კიდევ ისინი ექვსი ერის წევრ ნაკრებებთან, თუნდაც, იტალიასთან, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში გაუსწრეს, რადგან ხუთი წელია ზედიზედ ერთა
თასს იგებენ. ბოლო სეზონში კი მათ ყველა მეტოქე დაამარცხეს: რუმინეთი, ესპანეთი, რუსეთი, გერმანია და პორტუგალია.

საქართველოს ნაკრები რეიტინგში მე-14-ეა, ხოლო აძური - მე-15.

ჩვენი ვერდიქტი: საქართველო ჯგუფში ჩარჩება".

ჟურნალისტის აზრით, ჩვენი ჯგუფიდან პირველი ადგილით ახალი ზელანდიის ნაკრები გავა, მეორეთი - არგენტინა. საქართველო, ტონგა და ნამიბია ჯგუფში ჩარჩებიან.

ტონგის ნაკრების შესახებ: "ეს გუნდი იმდენად არასტაბილურია, რომ არ გამოვრიცხავთ, არგენტინა დაამარცხოს, მაგრამ შემდეგ საქართველოსთან წააგოს და ჯგუფიდან მაინც ვერ გავიდეს".
მკითხველის კომენტარები / 24 /
იმედია ამ ჩემპიონატზე გავალთ ჯგუფიდან:)დრო არ მოვიდა ნეტა?
fani
23 ივნისი 2015 00:30
0
ზელანდია არვიცი და არგენტინას რომ მოუვუგებთ ეგ ნაღდად მჯერა
gio
22 ივნისი 2015 07:46
0
რამდენიმე კუნთმაგაი ფოვადიო და უსლ ეს არიის?! სასწაული უნდა ვქნათ ამ მსოფლიოზე და ჩავაწყვეტინოთ ამათ ხმა
დათა
19 ივნისი 2015 16:59
0
ორი გუნდი თუ გადის ჩავრჩებით კანეშნა, ზელანდიას მოუგებთ თუ არგენტინას? შანსი არაა, ის კი არა ტონგასთან 40-60 ზეა იმათი უპირატესობა.
sabonis
19 ივნისი 2015 16:27
0
საერთოდ სანამ რაიმეს იტყვით და ვითომ ასტრიაკობთ, იცით ქვეყნების სტატისტიკა;რუმინეთში 8135 მორაგბეა,270 მწვრთნელი,182 მსაჯი(ლიცენზირებულებზეა საუბარი)----იტალია-82132 კაცი,7703!!!!-ქალი, 5021-მწვრთნელი,895-მსაჯი, უელსი-187 408 მორაგბე!!!! მწვრთნელი-4 000!!! მსაჯი-1950. ჩვენთან-6 544 მორაგბე, მწვრთნელი-153 !!!!!! მსაჯი -68! პირობები?! ეხლა გამოკეთდა,მაგრამ იმათთან მაინც ვერ მივალთ! მაყურებლები? იმათთან 15-20 ათასი ჩვენთან მარტო რუსეთთან თუ მოვა ხალხი, ქაუნტერს და ფერმას თამაშობენ 20-28 წლის ვირები, ტრაკ..ე..ბი აქვთ დასივებული და ესენი ჩვენს ბიჭებზე საყვედურს ,რომ იტყვიან , თვითონ ფაფას ვერ ჭამთ თქვენი ხელით!!!!დედიკოს ბიჭები!!! მოგეშლება ნერვები აბა რა!!!! დაიწყებენ თავში აუვარდაა...--რა შეატყვე? რაში გამოიხატება თავში ავარდნა? ან ვითომ ანდაზები.... ეგ აფორიზმ-ანდაზებ-შუტკები ...............აღარ გავაგრძელებ!!!
თაზო
19 ივნისი 2015 14:53
0
აუუუჰ,აყაყანდნენ კლავიატურის ლომები,თქვენ ფეისბუკში და ქაუნტერში ხართ მაგრები!:)):))ტელეგრაფის ანალიზით რომ ხდებოდნენ ჩემპიონები,ჩემპიონატს კი არ ჩაატარებდნენ:)):)) გაანაწილებდა აგილებს ტელეგრაფი და გადასცემდნენ თასს:)):))
თაზო
19 ივნისი 2015 14:04
0
არსებობს გამოთქმა ,,ჭკვიანებში ყველაზე დებილი და დებილებში ყველაზე ჭკვიანი,,
ასეა ახლა საქართველოს ნაკრების საქმე
levan Tordia
19 ივნისი 2015 11:32
0
ამ ჯგუპიდან გასვლა მარტლა ძნელია,ეს მგონი ყველამ იცის:)
oto
19 ივნისი 2015 10:19
0
ირლანდიასთან თამაშის ნახევარი კაცთნაკლულები ვიყავით. იმას არ ვამბობ რომ მოვიგებდით მაგრამ ამ ანგარიშითაც არ წავაგებდით. ის კი მართალია რომ რაგბი ფეხბურთი არაა, აქ ძლიერი იგებს
joker100
19 ივნისი 2015 09:57
0
ცოტა რეალურად და ობიექტურად უნდა შევაფასოთ ჩვენი შანსები, რომ წერთ არგენტინას და ტონგას მოვუგებთო:) ზუსტად იცი??რაგბი ფეხბურთი არაა, მანდ არ ხდება სენსაციები, ძლიერი იგებს, შესაბამისად არგენტინას ჩემი აზრით ვერ მოვუგებთ, ტონგასთანაც გაგვიჭირდება
tengo
19 ივნისი 2015 09:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული