Telegraph: რას უნდა ველოდოთ "ბორჯღალოსნებისგან" მსოფლიოს თასზე

AutoSharing Option
Telegraph-ის ჟურნალისტმა ოლივერ პიკაპმა სტატია მიუძღნა მსოფლიოს თასს რაგბიში, მიმოიხილა ყველა ქვეჯგუფი და ყველა გუნდი და სამომავლო დასკვნებიც დადო.

გთავაზობთ მის ნააზრევს საქართველოს ნაკრებზე:

"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რას უნდა ველოდოთ საქართველოსგან. მათ რამდენიმე კუნთმაგარი ფორვარდი ჰყავთ ევროპის საუკეთესო კლუბებში, ისინი სისხლიან ბრძოლას გაუმართავენ ყველას შერკინებაში, საუკეთესოებსაც კი და იშვიათად დაიხევენ უკან.

მაგრამ ნოემბერში მათმა მარცხმა ირლანდიასთან ანგარიშით 49:7 დაგვანახა, რა შორს არიან კიდევ ისინი ექვსი ერის წევრ ნაკრებებთან, თუნდაც, იტალიასთან, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში გაუსწრეს, რადგან ხუთი წელია ზედიზედ ერთა
თასს იგებენ. ბოლო სეზონში კი მათ ყველა მეტოქე დაამარცხეს: რუმინეთი, ესპანეთი, რუსეთი, გერმანია და პორტუგალია.

საქართველოს ნაკრები რეიტინგში მე-14-ეა, ხოლო აძური - მე-15.

ჩვენი ვერდიქტი: საქართველო ჯგუფში ჩარჩება".

ჟურნალისტის აზრით, ჩვენი ჯგუფიდან პირველი ადგილით ახალი ზელანდიის ნაკრები გავა, მეორეთი - არგენტინა. საქართველო, ტონგა და ნამიბია ჯგუფში ჩარჩებიან.

ტონგის ნაკრების შესახებ: "ეს გუნდი იმდენად არასტაბილურია, რომ არ გამოვრიცხავთ, არგენტინა დაამარცხოს, მაგრამ შემდეგ საქართველოსთან წააგოს და ჯგუფიდან მაინც ვერ გავიდეს".
მკითხველის კომენტარები / 24 /
ერთი ამან ისიც გაიხსენოს იტალიამ უელსთან სტადიო ოლიმპიკოზე რა ანგარიშით წააგო და მერე ილაპარაკოს ჩვენზე,თბილისში იმ ანგარიშით 6 ერის არცერთ ნაკრებთან არ წავაგებთ როგორც იტალია შერცხვა ბოლო ტურში დრაკონებთან.
პიკაპს...
19 ივნისი 2015 08:34
0
ვის აუვარდა თავში?
ირაკლი
18 ივნისი 2015 23:34
0
არგენტინას ტონგას და ნამიას მოვუგებთ და მეორეები გავალთ აგერ ნახეთ
ds
18 ივნისი 2015 23:20
0
მემგონი ამათ თავში აუარდათ მინდა რო ვცდებოდე
ravici ravici
18 ივნისი 2015 20:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული