Telegraph: რას უნდა ველოდოთ "ბორჯღალოსნებისგან" მსოფლიოს თასზე

AutoSharing Option
Telegraph-ის ჟურნალისტმა ოლივერ პიკაპმა სტატია მიუძღნა მსოფლიოს თასს რაგბიში, მიმოიხილა ყველა ქვეჯგუფი და ყველა გუნდი და სამომავლო დასკვნებიც დადო.

გთავაზობთ მის ნააზრევს საქართველოს ნაკრებზე:

"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რას უნდა ველოდოთ საქართველოსგან. მათ რამდენიმე კუნთმაგარი ფორვარდი ჰყავთ ევროპის საუკეთესო კლუბებში, ისინი სისხლიან ბრძოლას გაუმართავენ ყველას შერკინებაში, საუკეთესოებსაც კი და იშვიათად დაიხევენ უკან.

მაგრამ ნოემბერში მათმა მარცხმა ირლანდიასთან ანგარიშით 49:7 დაგვანახა, რა შორს არიან კიდევ ისინი ექვსი ერის წევრ ნაკრებებთან, თუნდაც, იტალიასთან, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში გაუსწრეს, რადგან ხუთი წელია ზედიზედ ერთა
თასს იგებენ. ბოლო სეზონში კი მათ ყველა მეტოქე დაამარცხეს: რუმინეთი, ესპანეთი, რუსეთი, გერმანია და პორტუგალია.

საქართველოს ნაკრები რეიტინგში მე-14-ეა, ხოლო აძური - მე-15.

ჩვენი ვერდიქტი: საქართველო ჯგუფში ჩარჩება".

ჟურნალისტის აზრით, ჩვენი ჯგუფიდან პირველი ადგილით ახალი ზელანდიის ნაკრები გავა, მეორეთი - არგენტინა. საქართველო, ტონგა და ნამიბია ჯგუფში ჩარჩებიან.

ტონგის ნაკრების შესახებ: "ეს გუნდი იმდენად არასტაბილურია, რომ არ გამოვრიცხავთ, არგენტინა დაამარცხოს, მაგრამ შემდეგ საქართველოსთან წააგოს და ჯგუფიდან მაინც ვერ გავიდეს".
მკითხველის კომენტარები / 24 /
ძალიან ახალგაზრდები ხართ, ბედნიერებაა როცა ამ ასაკში ყველა თქვენ გიმადლით ნაღვაწს, თავდადებას, გიწონებთ ანთებულ გულს საქართველოსათვის, ერთიანობის მაგალითს მიზნის მისაღწევად. ძალიან მინდა თქვენი ცხოვრების მანდლიზე თითოეულმა თქვენგანმა ამ საყოველთაო სიყვარულის საპასუხო ცხოვრებით იცხოვროთ. ნეტავ თუ გაქვთ მადლიერების გრძნობა იმისათვის რომ ხალხი ასე გემადლიერებათ. არ დაივიწყოთ ეს.
vasiko
29 ივლისი 2015 16:29
0
ყველა ქართველმა ამ ბიჭებისგან უნდა ისწავლოს სამშობლოს სიყვარული და თავდადება.მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მაგრამ იმაში მაინც ვართ დარწმუნებული, რომ უბრძოლველად ვერავინ ვერაფერს წაიღებს ჩვენი ბიჭებისაგან.მე ვამაყობ მათი.
გიორგი
25 ივლისი 2015 22:06
0
ვენაცვალე და შემოვევლე ჩვენს ბიჭებს!!! თქვენ გაიხარეთ ბიჭებო!!! აიღოს უნდა მაგალითი ჩვენმა საზოგადოებამ ამ ბიჭებისაგან: გუნდურობა, პრინციპი, თავდადება, სიყვარული, პატივისცემა, ეროვნულობა, კაცობა და ვაჟკაცობა. ღმერთმა დაგლოცოთ ბიჭებო...
giorgi
15 ივლისი 2015 12:47
0
თაზო! ასიანი ხარ ჯიგარო. ცენზურა მიშლის ხელს თორემ.... თვითონ რა აქვთ შექმნილი ამ ზოგიერთ ნაძირალას? ჩვენი ბიჭების წინააღმდეგ ვისაც ენა მოუბრუნდება ცუდის სათქმელად, ვაი მის პატრონს. (ეს უმარტივესი ლან ძღვაა რაც ეკუთვნით) დანარჩენი გულშემატკივრებთან ვარ ალავერდს.
g.v.g.
02 ივლისი 2015 12:37
0
პიპინია რატომ ასე ღვარძლიანად? შენ რა ჩემი ფეხების შანსი გაქვს კოსმოსში გაფრენის? რომ გავიდეთ ჯგუფიდან შეგეხმიანები და დანარჩენს მერე მოგახსენებ, შენი ოპტიმიზმით იაროს შენმა ჯილაგმა!!!
g.v.g.
02 ივლისი 2015 12:26
0
ქართველ მორაგბეებს მეტ წარმატებებს ვუსურვებ,ისინი იმსახურებენ ჩვენგან მეტ თანაგომას,უბრალოდ ვისურვებდი რეგბისტების,კალათბურთელთა მზგავსად ჩვენი საფეხბურთო ნაკრები ახლო მომავალში გვეხილოს ჯგუფში პირველ ადგილზე გასული,კეთილ სურვილებს რა უდგას წინ?
პაატა
01 ივლისი 2015 13:13
0
საქართველოს სანსი ამ ჯგუფიდან გასვლისა ისეთივეა, როგორც მე გავფრინდები კოსმოსში. ანუ მე უფრო მაქვს შანსი....
pipinia
26 ივნისი 2015 12:27
0
რაც არ უნდა თქვან "ქილიკოს–ცინიკოსებმა" ჩვენი ნაკრები მებრძოლი გუნდია და უნდა ვუქომაგოთ. მოგვესწრება კი ოდესმე ფეხბურთში ფიფას რეიტინგითმე–14 ადგილი? უფლის წყალობით კი.
აკაკი
25 ივნისი 2015 13:05
0
joker100 -"რაგბი ფეხბურთი არაა, აქ ძლიერი იგებს". გამოდის რომ ფეხბურთში სუსტები იგებენ? ანუ დინამოს შეუძლია "ბარსას" მოუგოს? საიდან მოდის ეს უსუსური მოსაზრება. გასაკვირია პირდაპირ!! ძლიერები ყველა სპორტის სახეობაში და ყველგან იგებენ. მორჩა და გატავდა. რაგბი რა
meko
23 ივნისი 2015 13:31
0
gio ზელანდია არ იცი, ხომ DD ეგეც გეიმედაბა გულის კუნჭულში ხომ, გაიხარე იმედი ნუ მოგიშალოს ღმერთმა.
sabonis
23 ივნისი 2015 12:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული