"პუმებმა" მსოფლიოს თასისთვის მზადება ერთი კვირის წინათ დაიწყეს. თუმცა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯერ იმ მოთამაშეებს მოუყარა თავი, რომლებსაც ინგლისში ასპარეზობა გარანტირებული არ აქვთ. ცხადია, ძირითადი შემადგენლობა ამჯერად ისვენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ "ფრანგი ბარბაროსების" დამარცხება არ გაუჭირდებოდათ.
თუ არგენტინელთა შემადგენლობას გადავხედავთ, ნათლად გამოჩნდება, რომ ინგლისში წასვლის შანსი მხოლოდ რამდენიმეს აქვს. ესენია: გარემარბი ხოაკიმ ტუკულეტი, მესამეხაზელი ბენჟამინ მაკომე, ცხრა ნომერი ტომას კუბელი და მეორეხაზელი მარტინ ლანდახო.
არგენტინა (15-9) მირალესი, ტუკულეტი, მორონი, დე ლა ფუენტე (იგლესიასი 60), კორდერო, სოსინო, კუბელი (ლანდახო 60). (1-8) ნოგუერა (პოსტილიონი 62), კორტესი (ვალდესი 47), ჩაპარო (დიასი 49), პაგადისაბალი, ალემანო, ლესანა (დე შასალი 74), დესიო, მაკომე (ისა 53).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"