მათ შორის არ არის საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "პერიგოს" შუამარბი თედო ზიბზიბაძე. რომ არა სერიოზული ტრავმა და ბოლოდროინდელი ფატალური უიღბლობა, მისთვის მომავალი მსოფლიოს თასის გათამაშება მესამე იქნებოდა.
თედო ზიბზიბაძეს საფრანგეთში დავუკავშირდით, სადაც ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის.
- წლეულს თითქმის მთელი სეზონი გაგიცდათ. ამჟამადაც არ იმყოფებით ნაკრების შემადგენლობაში. რა არის ამის მიზეზი. რა ხდება თქვენს სარაგბო კარიერაში?
- გამოდის, ინგლისში გასამართავ მსოფლიოს თასზე ვერაფრით მოხვდებით?
- ვერა, ვერ მოვასწრებ. ვარჯიშს მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ შევძლებ. ახლა ჩვეულებრივად კი დავდივარ, მაგრამ დატვირთვა არ შეიძლება საერთოდ.
- არადა, წესით, მესამე მსოფლიოს თასის გათამაშებაზე უნდა გეთამაშათ...
- ძალიან განვიცდი ამას. როგორც ჩანს გადავიღალე, ზედმეტი მომივიდა ვარჯიში და თამაში. შარშან თბილისის თასზე ასპარეზობისას უკვე ტკივილები მაწუხებდა. მერე შვიდკაცა რაგბის ნაკრებშიც ვითამაშე. არადა, როგორც ჩანს უნდა დამესვენა, ტკივილისთვის მიმეხედა. რას იზამ, ასეთია სპორტული ცხოვრება.
- კლუბში, "პერიგოში" როგორ უყურებენ ამ ამბავს?
- "პერიგოს" ახლა ძალიან უჭირს. სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. კლუბის ბიუჯეტი რვაასი ათასი ევროთია გარღვეული. არ იციან, ფედერალ 1 დივიზიონში დარჩებიან თუ ფედერალ 3-ში დააქვეითებენ. მიუხედავად ასეთი პრობლემებისა, გუნდიდან მაინც არავის უშვებენ. მათ შორის მეც, რადგან ჯერ კიდევ კონტრაქტით ვარ გუნდთან დაკავშირებული.
ახლახან შემომთავაზეს, სანამ საბოლოოდ გამოჯანმრთელდები, იქნებ მწვრთნელთა შტაბს დაეხმაროო. დავთანხმდი. ჩემთვისაც კარგი იქნება, პრაქტიკას მივიღებ. კარიერის დასასრულს ვუახლოვდები და უკვე მომავალზე უნდა ვიფიქრო. მწვრთნელი ვიქნები თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. მთელი ცხოვრება რაგბიში ვარ და მინდა ამ სპორტს ვემსახურო.
- შინ დაბრუნებას არ აპირებთ?
- ოთხი თვის შემდეგ ვნახავ, შევძლებ თუ არა თამაშს. მერე კი ნელ-ნელა შინ დასაბრუნებლად უნდა ვემზადო. მაქვს შემოთავაზება ქუთაისიდან და ბათუმიდან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
- როგორ ფიქრობთ, რა ელის საქართველოს ნაკრებს ინგლისში გასამართავ მსოფლიოს თასზე?
- იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რასაც ვუყურებ, სოლიდური გუნდი გვყავს და მზადებაც სათანადო მიდის. ვფიქრობ, რაც დაგეგმილი გვაქვს, ორი თამაშის მოგება, უნდა შევძლოთ.
გული მწყდება, ბიჭებს ვერაფრით რომ ვეხმარები. ამ დღეებში საქართველოში ჩამოვალ. გუნდს მოვინახულებ, გავამხნევებ. საქართველოს ნაკრებს წინ საკმაოდ რთული ბრძოლები ელის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"