ეს თამაში პირველი იყო ნამიბიის ნაკრებისთვის ახალი მწვრთნელის, ფილ დევისის ხელმძღვანელობით. შეგახსენებთ, რომ მისი წინამორბედი ერთი თვის წინათ ბუქარესტში გამართულ ტურნირზე სამი მატჩის წაგების შემდეგ გადადგა.
"ამაყი ვარ გუნდის თამაშის გამო. გამარჯვება ნებისმიერ საკონტროლო მატჩში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდი ბოლომდე იბრძოდა, დასახულ ტაქტიკას თანმიმდევრულად მისდევდა და დამსახურებულად გაიმარჯვა.
ჩვენი რაზმი თითქმის მთლიანად გადახალისებულია. ცხადია, არის სათამაშო რგოლები, რომლებიც მეტად დახვეწას და
მსოფლიოს თასის დაწყებამდე დიდი დრო აღარაა დარჩენილი და, ვფიქრობ, კიდევ მეტი მონდომებით უნდა ვივარჯიშოთ", - თქვა ნამიბიის ნაკრების კაპიტანმა ჟაკ ბურხერმა.
ნამიბია
15. ჯონ ტრომპი, 14. დავიდ ფილანდერი, 13. დენი ფან ვიკი, 12. ჯონ დეისელი, 11. რასელ ფან ვიკი, 10. ტეუნს კუცია, 9. ევგენი იანტისი. 1. იაკო ენგელსი, 2. დი ჯი ვაისი, 3. კასპერ ვივიერსი, 4. თიუე უანივი, 5. ნიკო ესტერჰოიზენი, 6. ჟაკ ბურხერი, 7. თოამასუა ფორბსი, 8. ტინუს დუ პლესი.
16. ტორსტენ ფან იაარსველდი, 17. როულ ლარსონი, 18. ეი ჯი დე კლერკი, 19. რენალდო ბოთმა, 20. როჰან კიტშოფი, 21. ენეილ ბუიტენდაგი, 22. ჯე სი გრეილინგი, 23. კრისანდერ ბოთა.
5ლ: ფან ვიკი (2), იანტისი, გრეილინგი, დეიზელი. 4გ: კუცია (3), იანტისი. ს: კუცია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"