30 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "შევარდენზე" ღია ვარჯიშს ჩაატარებს

AutoSharing Option
30 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიოს თასისთვის ემზადება, უდიდესი სარაგბო ფორუმის დაწყებამდე 50 დღით ადრე, "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიშს ჩაატარებს.

"ბორჯღალოსნების" ვარჯიში 17:15 სთ-ზე დაიწყება და მასზე დასწრება მედიისა და გულშემატკივრებისთვის თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მილტონ ჰეიგის გუნდი "შევარდენზე" ივნისის ბოლოს შეიკრიბა. მზადების ფარგლებში მათ 3-კვირიანი ფიზმომზადებაზე ორიენტირებული შეკრება გაიარეს, რომლის შემდეგ ერთი კვირა დაისვენეს. მსოფლიოსთვის მზადების მეორე ფაზისათვის ნაკრები 27 ივლისს კვლავ შეიკრიბა.

5 აგვისტოს "ბორჯღალოსნები" პოლონეთში გაემგზავრებიან, სადაც 2015 წლის მსოფლიოს თასისათვის მზადებას კრიოთერაპიის დახმარებით
გააგრძელებენ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოუთმენლად ველი მსოფლიო თასს
buca
13:58 30-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული