"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასისთვის მზადებას ინგლისში გააგრძელებენ

AutoSharing Option
ფოტოზე: მერაბ შარიქაძე და გიორგი ჩხაიძე აეროპორტში
საქართველოს ნაკრები დღეს, გამთენიისას, ინგლისში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს თასისთვის მზადების მესამე, დასკვნით ეტაპს გაივლის.

ინგლისურ შეკრებაზე "ბორჯღალოსნები" მთლიანად სარაგბო ელემენტების დახვეწაზე გადავლენ.

ვიდრე მსოფლიოს თასის გათამაშება დაიწყება, ჩვენი ნაკრები ინგლისში სამ საკონტროლო მატჩს გამართავს. პირველი მეტოქე 28 აგვისტოს ინგლისის "ავივა პრემიერშიფის" გუნდი "ნიუკასლ ფალკონზი" იქნება, მერე 2 სექტემბერს კანადის ეროვნულ გუნდს ვეთამაშებით. 5 სექტემბერს კი იაპონიის ნაკრებს გავეჯიბრებით.

"ახლა სრულად ინგლისურ შეკრებაზე გადავერთვებით, რომლის მსვლელობისას სამ საკონტროლო შეხვედრას გავმართავთ, ვიდრე მსოფლიოს თასის პროგრამა
დაიწყება. ერთი სული გვაქვს, როდის გავალთ მინდორზე და ამდენი ხნის ჯაფის შედეგს ვიხილავთ", - თქვა გამგზავრების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

გუნდის 31-კაციანი შემადგენლობა, რომელიც მსოფლიოს თასზე იასპარეზებს, 1-ელ სექტემბერს დასახელდება.

Sportall.Ge
ფოტოზე: "ბორჯღალოსნები" ინგლისში პრემიერ-მინისტრმა გააცილა

მსოფლიოს თასი 2015

19 სექტემბერი
საქართველო-ტონგა

25 სექტემბერი
საქართველო-არგენტინა

2 ოქტომბერი
საქართველო-ახალი ზელანდია

7 ოქტომბერი
საქართველო-ნამიბია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული