საქართველო-კანადა 15:16 - ერთი გარდასახვა დაგვაკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ეშერში კანადის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა, რომელიც "ბორჯღალოსნების" მსგავსად, მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის ემზადება. ჩვენმა გუნდმა მეტოქესთან მინიმალური სხვაობით, 15:16 წააგო.

აღსანიშნავია, რომ კანადელები თამაშის დასაწყისშივე გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ და "ბორჯღალოსნები" მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ.

პირველ ტაიმში, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ტერიტორიულ უპირატესობას ვფლობდით, მხოლოდ ერთი ლელო გავიტანეთ. ის მესამეხაზელის, გიორგი თხილაიშვილის ანგარიშზეა. გარდასახვა და ერთი საჯარიმო მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ მიითვალა. თუმცა ტაიმი მაინც 10:13 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ კანადელებმა საჯარიმო მალევე გაიტანეს და 16:10 დაწინაურდნენ.

მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ბექა წიკლაურმა მეტოქე დაალელოვა, მაგრამ ვერ გარდავსახეთ და, როგორც უკვე ვთქვით, მინიმალური სხვაობით წავაგეთ - 15:16.

საქართველოს ნაკრები მორიგ ტესტ-მატჩს 5 სექტემბერს იაპონიის ნაკრებთან გამართავს.

საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14 გიორგი ფრუიძე, 13 მერაბ შარიქაძე, 12 თამაზ მჭედლიძე, 11 გიორგი აფციაური, 10 ლაშა მალაღურაძე, 9 გიორგი ბეგაძე. 1 კარლენ ასიეშვილი, 2 შალვა მამუკაშვილი, 3 ლევან ჩილაჩავა, 4 გიორგი ნემსაძე, 5 ლევან დათუნაშვილი, 6 გიორგი თხილაიშვილი, 7 მამუკა გორგოძე (კაპ), 8 ლაშა ლომიძე
16 ჯაბა ბრეგვაძე, 17 მიხეილ ნარიაშვილი, 18 დავით ზირაქაშვილი, 19 კონსტანტინე მიქაუტაძე, 20 გიორგი ჩხაიძე, 21 ვაჟა ხუციშვილი, 22 ლაშა ხმალაძე, 23 დავით კაჭარავა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /

არა უშავს,შეიძლება დადებითად იმოქმედოს ნაკრებზე ამ დამარცხებებმა...
მუდამ იბრძოლეთ ბიჭებო,

ერის ღ რ ი ს ე უ ლ ი სვილები ხართ მთელი რაგბის სამყარო!!!


glaxuna
03 სექტემბერი 2015 13:35
0
იაპონიასთან თამაშის შემდეგ,უკვე შედარებით ნათლად გსმოჩნდება რისი თავი გვაკვს, და რას უნდა ველოდოთ მსოფლიოზე
Unknown
03 სექტემბერი 2015 10:32
0
ბევრი ვერაფერი შეღავათია ეგ. ამდენი წაგება კარგი არაა ჩემპიონატის წინ.
Lasha
03 სექტემბერი 2015 10:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული