საქართველოს ნაკრები ინგლისში იმყოფება და მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის მზადებას განაგრძობს. "ბორჯალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ახლახან სამსოფლიო რაზმი დაასახელა, რომელშიც ცხრა ნომრის პოზიციაზე 18 წლის ვასილ ლობჟანიძე მოხვდა.
მსოფლიოს თასის ოფიციალურმა ვებგვერდმა ამ ფაქტს სპეციალური პუბლიკაცია მიუძღვნა.
გთავაზობთ ამონარიდს ამ სტატიიდან:
"ქართველი ჭაბუკი ვასილ ლობჟანიძე მსოფლიო თასის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე მას შემდეგ გახდა, რაც "ბორჯღალოსანთა" 31-კაციან რაზმში მოხვდა.
ქართველ ცხრა ნომერს 19 წელი მას შემდეგ შეუსრულდება, რაც 2015 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის
ლობჟანიძის დებიუტი საქართველოს ნაკრებში, თებერვალში გამართულ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, საქართველო-გერმანიის მატჩის დროს შედგა. რამდენიმე თვის შემდეგ კი 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფაზე "უმცროს ბორჯღალოსანთა" რიგებში იასპარეზა.
ლობჟანიძეს მხოლოდ 5 კეპი აქვს მოხვეჭილი. თუმცა ქართველთა რიგებში საკმაოდ გამოცდილი მორაგბეებიც ირიცხებიან. მერაბ კვირიკაშვილისა (84 კეპი) და გიორგი ჩხაიძისთვის (80 კეპი) ინგლისში გამართული ტურნირი ზედიზედ მეოთხე მსოფლიოს თასი იქნება. პირველად ორივემ 2003 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასზე იასპარეზეს, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის ოვალური ბურთით თამაშის პირველი უდიდესი ფორუმი იყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"