მილტონ ჰეიგი: ახლა საქართველო მხოლოდ ტონგაზე ფიქრობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ინგლისში იმყოფება და მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის მზადებას განაგრძობს. "ბორჯღალოსნებმა" ერთი საკონტროლო და ორი ტესტმატჩი გამართეს.

განვლილი მატჩები "ბორჯღალოსნების" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა შეაფასა და იმ მიზნებზე ისაუბრა, რომელთა მიღწევას ეს შეხვედრები ემსახურებოდა:

"ეს იყო საკონტროლო, გუნდის მოსათელი და უკეთ შესათამაშებელი მატჩები, რომლებმაც გრძელვადიანი წრთობის შემდეგ მსოფლიოს თასისთვის მზადებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.

მორაგბეების სათამაშო გარემოში და წნეხის ქვეშ დაბრუნება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. მოლის, დერეფნისა და შერკინების დ
ამუშავების უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა. ეს ყველაფერი ტონგასთან, სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

ამ თამაშებზე შევძელით შეცდომების იდენტიფიცირება და ვიმუშავეთ მათ გამოსწორებაზე. ამით საქმე არ დასრულებულა. გუნდმა შესაძლოა ძალიან დიდხანს და კარგად ივარჯიშოს, საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშიც იყოს, მაგრამ სათამაშო პრაქტიკას თუ არ მიიღებს, მარტო ვარჯიშებით საჭირო შედეგს ვერ მივიღებთ. ეს ერთი მთლიანი პროცესის ნაწილია, რომლის მიზანსაც მსოფლიოს თასზე ყველა კომპონენტში ოპტიმალურად მომზადებული გუნდის წარდგენა წარმოადგენს.

გასულ ცხრა დღეში სამი მატჩით და შესაბამის გარემოში მუშაობით საჭირო გამოცდილება მივიღეთ".

ნაკრები გილდფორდში, სარის სპორტულ ცენტრში 13 სექტემბრამდე, მსოფლიო თასის ოფიციალური კამპანიის დაწყებამდე დარჩება და დროს სამზადისის მესამე ფაზის დასრულებას დაუთმობს. ამ პერიოდში, 8 სექტემბერს სარიში "ბორჯღალოსნებს" ფიჯელები, ხოლო მეორე დღეს კანადელები ესტუმრებიან ერთობლივი ვარჯიშების გასამართავად.

"ფიჯისთან ისევე, როგორც კანადასთან, ჯგუფებად დავიყოფით. შესაბამისად, მორკინალები და ხაზის მოთამაშეები ცალ-ცალკე ივარჯიშებენ.

ფიჯელებთან ერთად შარშან ნოემბერში, ტულუზში ვივარჯიშეთ და მიგვაჩნია, რომ ეს ძალზე კარგად წაადგება ორივე გუნდს. თავის დროზე კანადელებმაც იგივე შემოგვთავაზეს და კარგი შესაძლებლობა გვექნება მოლში შერკინებასა და დერეფანში თამაში დავხვეწოთ.

მთელ დარჩენილ დროს, ისევე, როგორც აქამდე, სრულად ვუთმობთ ტონგას წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზადებას. მთელი ჩვენი კონცენტრაცია ამ შეხვედრისკენაა მიმართული. სამწვრთნელო შტაბი ძალზე დიდი ხნის განმავლობაში ვსწავლობთ, ვაანალიზებთ მეტოქის თამაშს.

დარჩენილ დროში ვიმუშავებთ იმის დახვეწაზე, თუ რის შესრულებასაც ვეცდებით 19 სექტემბერს", - თქვა მილტონ ჰეიგმა.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), დავით ქუბრიაშვილი (სტად ფრანსე), ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი (ორივე-ყოჩები), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), კარლენ ასეიშვილი (ბრივი)
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), გიორგი ჩხაიძე (ლილი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ტულონი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი)
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი)
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე)
#12-13: დავით კაჭარავა (ენისეი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), მურაზ გიორგაძე (არმაზი)
#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), გიორგი ფრუიძე (აია), თამაზ მჭედლიძე (აჟენი), გიორგი აფციაური (არმია)
#15: მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

მსოფლიოს თასი
19 სექტემბერი
საქართველო-ტონგა

25 სექტემბერი
საქართველო-არგენტინა

2 ოქტომბერი
საქართველო-ახალი ზელანდია

7 ოქტომბერი
საქართველო-ნამიბია

რაგბის კავშირის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიჭებს ეტყობოდათ, რომ თვს ზოგავდნენ და სწორადაც აკათებდანენ, აბა ეგ იყო სწორი, ორი კაცი უკან რომ გაფრინდა? ტონგა უნდა დავდოთ ბეჭებზე და დავდებთ კიდევაც!
ბმბ
14:33 09-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული