Planetrugby-მ ვიქტორ კოლელიშვილი მსოფლიოს თასზე ამომავალი ვარსკვლავების სიაში შეიყვანა

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის გათამაშებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა გამოცემა მომავალი მოვლენების თავის ვერსიებს ავრცელებს.

Planetrugby-მ ინგლისში გასამართავ მსოფლიოს თასზე ამომავალი ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "კლერმონის" მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი მოხვდა.

აი, რას წერს Planetrugby მასზე:

"საქართველოს ნაკრების ძლიერი მხარე შერკინებაა, თუმცა ამ გუნდში არა მარტო პირველხაზელები გამოირჩევიან. ისინი ვითარდებიან და მათ რიგებში სულ უფრო მეტი მაღალი დონის მორაგბე ჩნდება.

ვიქტორ კოლელიშვილი დიდი მამუკა გორგოძის ნაკვალევს მიჰყვება და ქართველთა შერკინების მთავარი დამრტყმელი ძალა ხდება.

ნაკრების 32 მატჩში მას ექვსი ყვითელი და
ერთი წითელი ბარათი აქვს მიღებული. უდისციპლინობა მისი პრობლემაა, თუმცა მესამე ხაზში ის დიდი ძალაა და ძალიან საინტერესო იქნება ახალზელანდიელებთან და არგენტინელებთან მისი ბრძოლა. აღარაფერს ვამბობთ ნამიბიასა და ტონგაზე".

ჩვენი ჯგუფიდან Planetrugby-მ, ამ თვალსაზრისით, ნამიბიელი ტორსტენ ფან იარსველდი და იაპონელი სონატანე ტაკულუა გამოარჩია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იაპონია ჩვენ ჯგუფში არაა
vaxo
22:36 10-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული