"ბორჯღალოსნებმა" ინგლისში კანადის ნაკრებთან ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ინგლისში მსოფლიოს თასისთვის მზადებას განაგრძობს.

გუშინ, 9 სექტემბერს "სარის სპორტულ ცენტრში" "ბორჯღალოსნებს" კანადის ნაკრები ეწვია. გუნდებმა ერთმანეთის შერკინებასა და ხაზს მოუსინჯეს ძალები.

ვარჯიშს აკვირდებოდა და გუნდებს სასარგებლო რჩევებს აძლევდა ახლო წარსულში გამოჩენილი მსაჯი, "მსოფლიოს რაგბის" ექსპერტი, ირლანდიელი ალან როლანი.

წინა დღეს "ბორჯღალოსნებმა" ერთობლივი ვარჯიში ფიჯელ მორაგბეებთან გამართეს.

მსოფლიოს თასი
19 სექტემბერი
საქართველო-ტონგა

25 სექტემბერი
საქართველო-არგენტინა

2 ოქტომბერი
საქართველო-ახალი ზელანდია

7 ოქტომბერი
საქართველო-ნამიბია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული