გლოსტერში, "ქინგსჰოლმ სთედიუმზე" გამართულ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს ორი ლელო დაუდეს. თავი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ და გიორგი თხილაიშვილმა გამოიჩინეს. გორგოძე მატჩის საუკეთესო მორაგბედაც დასახელდა.
აღსანიშნავია ასევე, რომ ამ შეხვედრაში ცხრა ნომრის პოზიციაზე მოედანზე იყო 18 წლის ვასილ ლობჟანიძემ, რომელიც ოფიციალურად გახდა რაგბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელსაც მსოფლიოს თასზე უთამაშია
მომდევნო შეხვედრას მილტონ ჰეიგის გუნდი ინგლისში, 25 სექტემბერს, არგენტინის ნაკრების
რაც შეეხება უშუალოდ ტონგელებთან შეხვედრას, ანგარიში მე-10 წუთზე "ზღვის არწივებმა" მას შემდეგ გახსნეს, რაც შერკინებაში დავჯარიმდით. კურტ მორატმა ზუსტად დაარტყა. "ბორჯღალოსნებს" გათანაბრების საშუალება აქედან სამ წუთში მიეცათ, თუმცა მერაბ კვირიკაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ვერ გაიტანა.
მეორედ ამის შანსი "მეკოს" უკვე მე-19 წუთზე გაუჩნდა და ამჯერად მისი დარტყმული უკვე ზუსტი აღმოჩნდა - 3:3.
და აი, 28-ე წუთზე "ბორჯღალოსნების" მორიგი იერიში მამუკა გორგოძემ ლელოთი დააგვირგვინა! კვირიკაშვილმა მარტივად გარდასახა და საქართველო ანგარიშში წინ გავიდა - 10:3!
ტაიმის დასრულებამდე წუთით ტონგელებმა ლელო დაგვიდეს, თუმცა მათი სიხარული ამაო აღმოჩნდა - არბიტრმა მანამდე კუნძულელებზე წინ თამაში დააფიქსირა... და ტაიმიც იქვე, ჩვენი მოგებული შერკინებით დასრულდა.
მეორე ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. თუმცა სხვაობის გაზრდის შესაძლებლობა ჩვენ მას შემდეგ გვქონდა, რაც შერკინების შემდეგ ჯარიმის დარტყმის უფლება მივიღეთ, მაგრამ "მეკოს" დარტყმა მეორედ გაუცუდდა...
და 56-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ტონგას მეორე ლელო დაუდო! ბურთი ჩათვლის მოედანში თხილაიშვილმა დადო. ამაში უდიდესი წვლილი კვირიკაშვილს მიუძღვის, რომელმაც ფრთაზე ისე ჩაირბინა, კუნძულელთა მთელი გუნდი გაშეშებული დატოვა... "მეკომ" გარდასახა კიდეც და ანგარიში 17:3 გახდა, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
ტონგამ მთელი ძალით შემოგვიტია, თამაში ჩვენი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს წარიმართა, რაც 72-ე წუთზე მათი ლელოთი დასრულდა - თავი ფეტუუ ვაინიკოლომ გამოიჩინა, კურტ მორატიმ კი გარდასახა. ამასთან, მსაჯმა კაცნაკლულიც დაგვტოვა - მოედნის დატოვება კვირიკაშვილს მოუხდა, ვისთვის ეს მეოთხე მსოფლიოს თასია...
მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, ჩვენი მოგებული შერკინების შემდეგ ჯარიმის დარტყმის უფლება მოვიპოვეთ. სამწუხაროდ, ლაშა მალაღურაძემ მატჩის ბედის ვადამდე ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტის შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.
"ბორჯღალოსნებს" უმძიმესი ბოლო წუთების გადატანა მოუხდათ, მაგრამ საბედნიეროდ, საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. მურაზ გიორგაძე.
ტონგა: 15. ვუნკაგოტო ლილო, 14. ტელუსა ვეაინუ, 13. ვილიამი ჰელუ, 12. სიალე პიუტაუ, 11. ფეტუუ ვაინიკოლო, 10. კურტ მორატი, 9. სონატანე ტაკულუა. 1. ტევიტა მაილაუ, 2. ელვის ტაიონე, 3. ჰალანი აულიკა, 4. ტუკულუა ლოკოტუი, 5. სტივ მაფი, 6. სიონე კალამაფონი, 7. ნილი ლატუ, 8. ვილიამი მააფუ.
16. პაულა ნგუამო, 17. სონა ტაუმალოლო, 18. სილა პუაფისი, 19. ჰალე ტეპოლე, 20. ჯეკ რამი, 21. სამისონი ფისილაუ, 22. ლატიუმე ფოსიტა, 23. სიონე პიუკალა.
მსაჯი: ნაიჯელ ოუენსი (უელსი)