მილტონ ჰეიგი: ეს გამარჯვება ნაკრების თითოეული წევრის 4 წლის შრომის ნაყოფია

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ტონგასთან (17:10) მსოფლიოს თასის მატჩის შემდეგ შეხვედრაზე ისაუბრა.


- ეს თითოეული გუნდის თითოეული წევრის 4 წლის შრომის ნაყოფია. მსოფლიო თასზე გასვლის შემდეგ, 2-წლიანი ფოკუსირება კონკრეტულად ამ თამაშზე გავაკეთეთ და ვიცოდით, რომ იმის შესაძლელობა გვქონდა, რომ შეგვეცვალა ქართული რაგბის ისტორია, ეს თამაში დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო.

- საქართველო შემდეგ საფეხურზე გადავიდა…
- ჯერ მაღალ საფეხურზე არ ვართ. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ რეიტინგში უფრო მაღლა მდგომ გუნდებს
ვუგებთ, მაგრამ ჩვენი მიზანი მსოფლიოს ტოპ 8 გუნდთან თანმიმდევრული შეჯიბრებაა. ამისთვის ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

- რაზე იყო დამყარებული ეს გამარჯვება?
- ძალიან ბევრ და თავდაუზოგავ შრომაზე. ბოლო სამი თვე ყველასთვის ურთულესი იყო, როგორც მოთამაშეებისთვის, ისე მწვრთნელებისთვის და ვფიქრობ ეს ყველაფერი დღეს კარგად გამოჩნდა. ფიზ-მომზადებამ იმის შესაძლებლობა მოგვცა, რომ 80 წუთის განმავლობაში დაუღალავად დაგვეცვა თავი და ამან თამაშის მოგების საშუალება მოგვცა.

- შეაფასეთ მამუკას თამაში...
- ის არა მხოლოდ როგორც კაპიტანი, არამედ, როგორც გუნდის წევრი, ნაკრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ნაკრების სხვა წევრები კარგ თამაშში აიყოლიოს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. იგი მსოფლიო კლასის მორაგბეა.

- საქართველოს ძალის არა სათანადო დაფასება...
- მატჩის შემდეგ, ერთ-ერთ ტონგელს ვესაუბრე, მორაგბეს, რომელსაც ახალ ზელანდიაში ვწვრთნიდი და მან მითხრა, რომ ისინი სათანადოდ არ გვაფასებდნენ და სხვა თამაშებზე უფრო იყვნენ ორიენტირებულნი. ეს კომენტარი მისგან ძალიან საინტერესო იყო, რადგანაც მთელი ჩვენი ინტერესი მათკენი იყო მიმართული. ბევრმა ჩვენს შესახებ არ იცის და სწორედ ამიტომ ვერ გვაფასებენ სათანადოდ, მაგრამ დღევანდელი გამარჯვება ბევრს დააფიქრებს.

- საქართველოს შანსები არგენტინის წინააღმდეგ…
- კარგი იქნება მათთან რაიმე შანსის ქონა, მაგრამ დარწმუნებული ვარ არგენტინა ჩვენთვის დიდი დაბრკოლება იქნება. თუმცა დღევადელი გამარჯვება თავდაჯერებულობას გაგვიორმაგებს, იმპულსს მოგვემს და რწმენას, რომ თუ ბურთი ჩვენს სასარგებლოდ გაგორდება ვინ იცის რა შეიძლება მოხდეს…

ფოტოს ავტორი: ლაშა ლორთქიფანიძე
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
მადლობა ბატონო მილტონ ამ დღისთვის.
Shalva73
13:32 20-09-2015
0
მადლობა ბატონ ჰეიგს და ყველა მებრძოლ ქართველ ვაჟკაცს! საქართველო გაიმარჯვე!!! მამუკა გორგოძე _ ყველაზე მაგარი ქართველი!!!
qartveli
18:18 20-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული