მერაბ კვირიკაშვილი: გიჟებივით ვიბრძოდით!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორაგბემ მერაბ კვირიკაშვილმა ტონგასთან (17:10) მსოფლიოს თასის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.


"დაუჯერებელია! ამას დაუსრულებლად ველოდებოდით, ძალიან გვინდოდა, რომ ეს მომხდარიყო.

სამწუხაროდ, ორი უმნიშვნელოვანესი ჯარიმა ვერ გამოვიყენე, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგისკენ წავიდა, რადგანაც დაცვაში კარგად ვიმუშავეთ, მთელ მოედანს ვიცავდით და საბოლოოს მოგებით დავასრულეთ.

ძალიან რთული ზეწოლა იყო ტონგელების მხრიდან, მაგრამ ჩვენმა უძლიერესმა გუნდმა მოახერხა და ანგარიში შეინარჩუნა, გიჟებივით ვიბრძოდით", - თქვა კვირიკაშვილმა.

ფოტოს ავტორი: Martin Seras
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
იაპონიის შედეგი სენსაცია იყო, ჩვენი – მოულოდნელობა.
არგენტინასთან ღირსეულად თუ ვითამაშებთ და თუნდაც ქულას ავიღებთ, ჩემპიონთა–ჩემპიონები ვიქნებით
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული