"წინასწარმეტყველმა" ღორმა ტონგა-საქართველოს მატჩის შედეგი გამოიცნო

AutoSharing Option
სოციალურ ქსელებში რაგბის ქომაგების მიერ გამოქვეყნებული შემოქმედება ცალკე აღებული, საკმაოდ ვრცელი და სანტერესო თემაა. ცხადია, რაგბის მსოფლიოს თასის მსვლელობას ის ახალისებს, დაძაბულობას ხსნის და მნახველს ღიმილს ჰგვრის.

ამრიგად, აღმოჩნდა, რომ გლოსტერში წინასწარმეტყველი ღორი ცხოვრობს, რომელმაც საქართველოსა და ტონგას ნაკრების მატჩის შედეგი გამოიცნო.

ყოველ შემთხვევაში, ფოტოზე, რომელიც ტვიტერზე გავრცელდა სწორედ ეს ფაქტია ასახული. თუმცა, ავტორი არაფერს ამბობს, გამოიცნო თუ არა "ბრძენმა ღრუტუნამ" სხვა მატჩების შედეგები.

ძალზე ეფექტური ფოტოკოლაჟი გავრცელდა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის
ვიქტორ კოლელიშვილის
შესახებ. "ვიტოს" ფოტო მატჩის შემდეგ, გასახდელში გამარჯვების ზეიმის დროსაა გადაღებული.

კოლაჟის ავტორმა მასში 300 სპარტანელის მეთაურის ლეონიდასის ორეული ამოიცნო, რომლის როლსაც მსახიობი ჯერარდ ბატლერი ასრულებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რო ვერ გამოეცნო დაკლავდნენ?
zuba
17:16 22-09-2015
0
Erti sami dge daabit mand ar aushvat
Sateboreli
13:00 22-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული