გამარჯვებული რაზმი არ იცვლება [ბესიკ ჯანგავაძე ჩელთნემიდან]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ხვალ, 25 სექტმებერს, გლოსტერში, "კინგსჰოლმზე" მსოფლიოს თასის გათამაშების მორიგ მატჩში არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნების" თავკაცმა, მილტონ ჰეიგმა, როგორც წესი და რიგია, საბრძოლო შემადგენლობა მატჩამდე 48 საათით ადრე გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ის ტონგას ნაკრებთან გამარჯვებულ მორაგბეებს ენდო და ცვლილება არ განუხორციელებია.

"სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, არგენტინის წინააღმდეგ გუნდის შემადგენლობა უცველი დაგვეტოვებინა. მიგვაჩნია, რომ ამ მორაგბებმა სავსებით დაიმსახურეს მეორე მატჩში თამაში. მოტივაცია და საკუთარი ძალების რწმენა ერთიორად გაზრდილი აქვთ და ლოგიკურია, რომ მათთვის არგენტინის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ თავის
გამოჩენის საშუალება მივეცით", - თქვა "ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

ტრავმირებულები, ლაშა ხმალაძე, ალექსანდრე თოდუა და დავით ქუბრიაშვილი თავს უკეთ გრძნობენ, თუმცა მათი რეაბილიტაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

აღსანიშნავია, რომ ჯამში ჩვენს მორაგბეებს 632 მოპოვებული კეპი გამოსდით და ხუთი კეპით ჩამოვრჩებით ჩვენსავე დამყარებულ რეკორდს. წლეულს ერთა თასზე რუმინეთის ნაკრებთან 15:6 მოგებულ მატჩში ნაკრების შემადგენლობაში მოთამაშე მორაგბეების კეპების ჯამი 637 იყო.

"ბორჯღალოსნების" ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი კი მსოფლიოს თასზე თავის მე-14 მატჩს გამართავს.

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ურკადმა კი, ახალ ზელანდიასთან მარცხის შემდეგ, სამი ცვლილება განახორციელა. რვა ნომრის პოზიციაზე ტრავმირებული ფაკუნდო ისას ნაცვლად ლეონარდო სენატორე ითამაშებს. ფლანკერ ხუან მანუელ ლეგუსამონს კი პაბლო მატერა შეცვლის.

არგენტინელთა მეორეხაზელი მარიანო გალარსა სადისციპლინო კომიტეტმა ცხრაკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ის მსოფლიოს თასის გათამაშებაში ვეღარ იასპარეზებს. გალარსამ ახალზელანდიელი ბროდი რეტალეკის წინააღმდეგ განზრახ ბინძურ თამაშში დაადანაშაულეს. მის ნაცვლად ურკადმა შემადეგნლობაში მატიას ალემანო დააყენა.

დღეს, 24 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები "კინგსჰოლმზე" კაპიტნის ვარჯიშს ჩაატარებს. არგენტინასთან მატჩი კი ხვალ, თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.

საქართველო-არგენტინა
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. მურაზ გიორგაძე.
არგენტინა: 15. ხოაკიმ ტუკულეტი, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მარსელო ბოსხი, 12. ხუან მარტინ ერნანდესი, 11. ხუან იმჰოფი, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ტომას კუბელი. 1. მარკოს აიერსა, 2. ავგუსტინ კრევი, 3. ნაუელ ჩაპარო, 4. გვიდო პეტი, 5. ტომას ლავანინი, 6. პაბლო მატერა, 7. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, 8. ლეონარდო სენატორე.
16. ხულინ მონტოია, 17. ლუკას ნოგიერა, 18. რამირო ერერა, 19. მატიას ალემანო, 20. ხუან მანუელ ლეგუსამონი, 21. მარტინ ლანდახო, 22. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 23. ლუკას გონსალეს ამოროსინო.

მსოფლიოს თასი 2015. II ტური
A ჯგუფი
ავსტრალია-ფიჯი 28:13
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სატურნირო მდგომარეობა
1. უელსი - 5 ქულა, 2. ინგლისი - 5, 3. ავსტრალია - 4, 4. ფიჯი - 0, 5. ურუგვაი - 0.

B ჯგუფი
შოტლანდია-იაპონია 45:10
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სატურნირო მდგომარეობა
1. შოტლანდია - 5 ქულა, 2. სამოა - 4, 3. იაპონია - 4, 4. სამ. აფრიკა - 2, 5. აშშ - 0

D ჯგუფი
საფრანგეთი-რუმინეთი 38:11
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სატურნირო მდგომარეობა
1. საფრანგეთი - 9 ქულა, 2. ირლანდია - 5, 3. იტალია -0, 4. კანადა - 0, 5. რუმინეთი - 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
თხოვნა მექნება, თუ ვინმეს შეუძლია მიაწვდინოს ეს ინგლისში, ხვალ თამაშის წინ ბიჭებს წაუკითხონ ჩვენი ჯარისკაცის წერილი...ამ წერილის მოსმენა მათ მართლაც გაუორმაგებთ მოგებისაკენ მიზანსწრაფვას... ამ მესიჯს ხვალამდე რაგბზე გამოქვეყნებულ ყველა სტატიაზე გავაკეთებ...
Lazi
13:01 24-09-2015
0
პირიქით სენატორეა დაშავებული მე რამდენადაც ვიცი.
Shalva
15:08 24-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული