"ბორჯღალოსნების" მხარდასაჭერად მინისტრები რაგბის თამაშს აპირებენ

AutoSharing Option
რაგბის მსოფლიოს თასზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად, მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ემზადებიან. უკვე ცნობილია, რომ მხარდასაჭერ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

როგორც დავით სერგეენკომ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ნაკრების მხარდაჭერა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და ვალია.

"ახლა მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში, სადაც საქართველოს ნაკრები მართლაც არაჩვეულებრივ შედეგებს აჩვენებს და გამარჯვებისთვის თავდაუზოგავად იბრძვის. თითოეული ჩვენგანის გარკვეული პასუხისმგებლობა და ვალია, მხარი დაუჭიროს ნაკრებს, რითაც შეუძლია.

ვეტერანმა მორაგბეებმა გადავწყვიტეთ, 6 ოქტომბერს, ამხანაგური მატჩი გავმართოთ და ამით, საქართველოს ნაკრებს
მოკრძალებული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. მე ვაპირებ და როგორც ვიცი, ჩემი რამდენიმე კოლეგაც აპირებს თამაშს", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

დავით სერგეენკოს კონკრეტული მინისტრების ვინაობა არ გაუმხელია. მისივე ინფორმაციით, მატჩი 6 ოქტომბერს, 19:00 საათზე, დიდ დიღომში, რაგბის ბაზა "ლელოზე" გაიმართება.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე, ყველამ რომ თავისი საქმე აკეთოს, ალბათ უკეთესია.
goga
20:07 25-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული