21:33 25-09-2015
არგენტინა-საქართველო 54:9 - "პუმებს" ვერც ამჯერად გავუმკლავდით [VIDEO]
AutoSharing Option
აღსანიშნავია, რომ ეს ამ გუნდების მეოთხე დაპირისპირებაა ისტორიაში და ოთხივე ჯერზე გამარჯვება სამხრეთამერიკელებს დარჩათ.
გლოსტერში, "კინგსჰოლმ არენაზე" გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარი გამოვიდა და არგენტინელებმა მხოლოდ 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 14:9 მოიგეს.
"პუმებმა" დებიუტში არეკნით გაიტანეს, შემდეგ კი მალევე ლელოც დაგვიდეს, რასაც პირველ ნახევარში ორი ზუსტი საჯარიმო დაუმატეს. საქართველოს ნაკრების 9-ვე ქულა პირველ ნახევარში მერაბ კვირიკაშვილმა მოიპოვა, რომელმაც სამჯერ საჯარიმო ზუსტად დაარტყა.
"ბორჯღალოსნებს" სხვაობის გაქვითვის კარგი შანსი ზედ შესვენების წინ ჰქონდათ, თუმცა მეტოქის შეცდომით ვერ ისარგებლეს.
მეორე ტაიმი არგენტინელთა იერიშით დაიწყო, რასაც რაქში ბურთის შეყოვნების გამო მამუკა გორგოძის გასინბინება მოჰყვა. შეიძლება ითქვას, ეს ეპიზოდი გადამწყვეტი აღმოჩნდა თამაშში - 10 წუთის განმავლობაში კაპიტნის გარეშე მოთამაშე მილტონ ჰეიგის გუნდმა ზედიზედ სამი ლელო მიიღო.
"ბორჯღალოსნებმა" თამაში ვერც გორგოძის მოედანზე დაბრუნების შემდეგ დაალაგეს, არგენტინელებმა კი ბოლო ათწუთიან მონაკვეთში კიდევ სამჯერ დადეს ბურთი ჩვენს ჩათვლის მოედანში.
C ჯგუფს 9 ქულით ახალი ზელანდია ლიდერობს, 5 ქულა აქვს არგენტინის ნაკრებს, 4 - საქართველოს, 1 - ტონგას, ნამიბია კი უქულოდაა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე მორიგ მატჩს უკვე მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან, 2 ოქტომბერს გამართავს.
მსოფლიოს თასი 2015. II ტური. C ჯგუფი
არგენტინა-საქართველო 54:9
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. მურაზ გიორგაძე.
არგენტინა: 15. ხოაკიმ ტუკულეტი, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მარსელო ბოსხი, 12. ხუან მარტინ ერნანდესი, 11. ხუან იმჰოფი, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ტომას კუბელი. 1. მარკოს აიერსა, 2. ავგუსტინ კრევი, 3. ნაუელ ჩაპარო, 4. გვიდო პეტი, 5. ტომას ლავანინი, 6. ხუან მანუელ ლეგუსამონი, 7. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, 8. ლეონარდო სენატორე.
16. ხულინ მონტოია, 17. ლუკას ნოგიერა, 18. რამირო ერერა, 19. მატიას ალემანო, 20. პაბლო მატერა, 21. მარტინ ლანდახო, 22. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 23. ლუკას გონსალეს ამოროსინო.
მსაჯი: ჯი პი დოილი (ინგლისი).
მკითხველის კომენტარები / 12 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
roma ნიჟარაძესთან რა გინდა შენ რამე ხო არ გეშლებბა?? რომელი პლანეტიდან ხარ, რას წერ ერთი კიდე გაიმეორე "რათ გვინდა ისეთი ფედერაცია თავისი ნიჟარაძეებით რომელიც საქართველოს 6 ერში გადაყვანას ვერ უზრუნველყოფს". ხედაავ შენ, რამხელა უზრუნველყოფის სამსახური უნდა იყოს, მთელ მსოფლიოს უნდა მართავდეს. აბა ეხლა ვინ დავდებილდით, ხელი ავწიოთ! თითქოს ის არ ვიცოდეთ ყველამ რომ, მგონი ნატოში უფრო მალე მიგვიღებენ ვიდრე 6 ერში. ხო, რაგბის ფედერაცია უნდა გავაგდოთ და ნაცებისთის კი 9 წელი უნდა გვეცლია ნატოში შესაყვანად? ვაი.. რა გინდათ რაგბის ფედერაციისგან? ნაღდი კაცები ნაღდი ქართველები რომ არიან და ვერ აკონტროლებთ სხვა სფეროების მსგავსად? ან ის იმ ბიჭმა გასახდელში რომ თქვა ერთადერთი ნათელი წერტილი ვართო საქართველოში მაგან აგახიათ ერთ ადგილზე??? შორს გაასწარით აქედან.. რაგბში არ ჩაყოთ თქვენი წუნკალი ცხვირი თორემ!! თორეეემ..
0
0
მსაჯზე გადაბრალება არაფერ შუაშია ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდია და დამსახურებულად მოიგეს
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული