მამუკა გორგოძე: გული ამაზე მწყდება...

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ მსოფლიოს თასზე არგენტინასთან წაგებული (9:54) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"არგენტინა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და რომ მოიგებდა, ამაში 95%-ს ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ საქართველო მართლა მოსაგებად გავიდა მოედანზე.

ძალიან სამწუხაროა, ასეთი ანგარიშით რომ წავაგეთ და გული ამაზე მწყდება.

მაგრამ ნუ დაგვივიწყდება, რა მიზანი გვქონდა ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა
ორი მატჩის მოგებაც, ჩვენ კი, რა მიზანიც გვაქვს დასახული - მიზანი მაქსიმუმი, ისევ იმ გზაზე ვდგავართ", - თქვა გორგოძემ.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე მორიგ მატჩს უკვე მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან, 2 ოქტომბერს გამართავს, 7-ში კი ბოლო შეხვედრაში ნამიბიას დაუპირისპირდება.

ბესიკ ჯანგავაძე ინგლისიდან
მკითხველის კომენტარები / 5 /
Isev avganetidan chvens mglebs! Am angarishma dagvwyvita guli tore mogebas arc chven vitxovdit upirobod, tumca eg araferia mtavaria am wagebam ar gagtexot piriqit gadzlierdit da uketesivtamashi achvenet darchenil tamashebshi, ertic gaxsivdet chven mxolod gamarjvebuli gundis gulshematkivrebi ar vart tqven ver xedavdit magram tamashis dasrulebis shemdeg chven iseve gikravdit ekrantan tashs rogorc gamarjvebulebs dagikravdit, midit bichebo ra miznitac waxvedit im mizans miagwiet da eg wageba aravis gaaxsendeba male.
Jariskaci
13:49 26-09-2015
0

არა უშავს...

1-ლ ათეულთან თამაშის ნაკლებობის და მათთან თამაშის გამოუცელობის შედეგია.
დინამირ თამაშს მიტომ ვერ ვაჩვენებთ,
საჭიროა 6 ერის პირველობაზე თამაშის უფლებისათვის ვიბრძოლოთ და მოვიპოვოთ და ...
ისე,18-წლამდელები მალე დადებენ ბეჭებზე არგენტინასაც და მისთანა გუნდებსაც...

რაგბი ცხვრების წესად და უმთავრეს პროფესიად ჯარისკაცობასთან იქცევა მომავალი თაობებისათვის და...

ისინი ღ ი რ ს ე უ ლ სახელმწიფო ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს შექმნიან!!!
glaxuna
14:00 26-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული