მილტონ ჰეიგმა ახალ ზელანდიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
2 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ახალ ზელანდიას, სარაგბო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ "მილენიუმ სთედიუმზე", ისტორიაში პირველად დაუპირისპირდება.

დღეს "ბორჯღალოსნებმა" კარდიფის "მილენიუმზე" კაპიტნის ვარჯიში გამართეს. "ოლ ბლექსთან" მატჩი 2 ოქტომბერსაა და წესით, კაპიტნის ვარჯიში წინა დღით უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რადგან 1-ელ ოქტომბერს "მილენიუმზე" უელსის და ფიჯის ეროვნული გუნდების მატჩია დანიშნული, ოთხივე გუნდი კაპიტნის ვარჯიშს დღეს გამართავს.

ისტორიულ მატჩამდე 48 საათზე უფრო ადრე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სამატჩო შემადგენლობა გამოაცხადა.

"ბორჯღალოსანთა" 23-კაციანი
რაზმი "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი
15 ბექა წიკლაური, 14 გიორგი აფციაური, 13 დავით კაჭარავა, 12 თამაზ მჭედლიძე, 11 სანდრო თოდუა, 10 ლაშა მალაღურაძე, 9 გიორგი ბეგაძე.

შერკინება
1 კახა ასიეშვილი, 2 შალვა მამუკაშვილი, 3 ლევან ჩილაჩავა, 4 ლევან დათუნაშვილი, 5 გიორგი ჩხაიძე, 6 შალვა სუთიაშვილი, 7 მამუკა გორგოძე (კაპ), 8 ლაშა ლომიძე.

მარქაფა:
23 მურაზ გიორგაძე, 22 მერაბ შარიქაძე, 21 ვასილ ლობჟანიძე, 16 სიმონ მაისურაძე, 17 მიხეილ ნარიაშვილი, 18 ანტონ ფეიქრიშვილი, 19 კოტე მიქაუტაძე, 20 ვიტო კოლელიშვილი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ კომენტატორებს და ჟურნალისტებს როგორ ყოველთვის საყვედურობთ გაზეთ ლელოში ყოველდღე რაღაც სიახლე იდება რაგბის შესახებ და პირველ არხზე ყველა თამაშს ანახებენ და კიდე უკმაყოფილოები რატომ ხართ ხალხო ???
irakli arqania
17:14 01-10-2015
0
ძალიან კი მოგვაქვს თავი, რომ ჩვენც სარაგბო ერი ვართ და უკვე ჩვენი ადგილი ბობოლებშია და იქ უნდა ვითამაშოთ, მაგრამ სამწუხაროდ ჩემპიონატის ნახევარი გავიდა და სადმე ნახეთ თამაშების სერიოზული გარჩევა ან რეპორტაჟი ინგლისიდან? რაღაც მწირი ინფორმაციები! რუსულ საიტებზე უფრო მეტი ინფორმაციებია, თვით ჟურნალისტების რეპორტაჟები ინგლისიდან, იმ დროს, როცა მათი ნაკრები არ თამაშობს და საერთოდ იქ რაგბი როგორც ვიცით არ ითვლება ერთერთ მთავარ პრიორიტეტად. მიუხედავად ამისა, იმ საიტებზე მომხმარებელი საყვედორობს ნაკლები ინფორმაციის გამო. ან სად ნახეს რეპორტაჟების წასაყვანად ტელევიზიაში ეს ხალხი? შეიძლება, რომ ყველა სპორტი წაიყვანო: ფეხბურთი, ჩოგბურთი, კალათბურთი... სრული დილეტანტიზმია. ზაალი ხომ ვერ გაიჭრება რამდენიმე ზაალად?!
ynwa
08:43 01-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული