მილტონ ჰეიგმა ახალ ზელანდიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
2 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ახალ ზელანდიას, სარაგბო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ "მილენიუმ სთედიუმზე", ისტორიაში პირველად დაუპირისპირდება.

დღეს "ბორჯღალოსნებმა" კარდიფის "მილენიუმზე" კაპიტნის ვარჯიში გამართეს. "ოლ ბლექსთან" მატჩი 2 ოქტომბერსაა და წესით, კაპიტნის ვარჯიში წინა დღით უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რადგან 1-ელ ოქტომბერს "მილენიუმზე" უელსის და ფიჯის ეროვნული გუნდების მატჩია დანიშნული, ოთხივე გუნდი კაპიტნის ვარჯიშს დღეს გამართავს.

ისტორიულ მატჩამდე 48 საათზე უფრო ადრე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სამატჩო შემადგენლობა გამოაცხადა.

"ბორჯღალოსანთა" 23-კაციანი
რაზმი "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი
15 ბექა წიკლაური, 14 გიორგი აფციაური, 13 დავით კაჭარავა, 12 თამაზ მჭედლიძე, 11 სანდრო თოდუა, 10 ლაშა მალაღურაძე, 9 გიორგი ბეგაძე.

შერკინება
1 კახა ასიეშვილი, 2 შალვა მამუკაშვილი, 3 ლევან ჩილაჩავა, 4 ლევან დათუნაშვილი, 5 გიორგი ჩხაიძე, 6 შალვა სუთიაშვილი, 7 მამუკა გორგოძე (კაპ), 8 ლაშა ლომიძე.

მარქაფა:
23 მურაზ გიორგაძე, 22 მერაბ შარიქაძე, 21 ვასილ ლობჟანიძე, 16 სიმონ მაისურაძე, 17 მიხეილ ნარიაშვილი, 18 ანტონ ფეიქრიშვილი, 19 კოტე მიქაუტაძე, 20 ვიტო კოლელიშვილი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ ცხოვრებაში სასწაულები ხომ ხდება და რა მოხდება რომ ფრე დამთავრდეს დაინგრევა ალბათ სარაგბო სამყარო
????
18:05 30-09-2015
0
ზირაქა და მეკო?
milton
18:33 30-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული