ამ მატჩის წინათქმა რამდენიმე ცნობილმა გამოცემამ გამოაქვეყნა, გთავაზობთ საინტერესო ფრაზებს:
ESPN
* დროა, ზელანდიამ სიჩქარეები გამოცვალოს. * პარასკევის მატჩი ორივე გუნდისთვის განსაკუთრებულია, ისინი ერთმანეთს პირველად უპირისპირდებიან. ზელანდიას ჯერ თავისი ძალა სრულყოფილად არ გამოუმჟღავნებია ამ თასზე.
* ქართველთა მთავარი იარაღი შერკინებაა. მართალია, სენსაცია ამ თამაშში გამორიცხულია, მაგრამ ჩვენ "მილენიუმზე" კლასიკურ რაგბის აუცილებლად ვნახავთ.
* პირველად მსოფლიოს თასის ისტორიაში, საქართველოს ნაკრები მერაბ კვირიკაშვილის გარეშე ითამაშებს.
* საინტერესო იქნება მამუკა გორგოძისა და ჯერომ კაინოს დუელის ნახვა.
* "უნიბეტი" საქართველოს მოგებაზე 66/1 ფსონს ჩამოდის. 13/4 ფსონი, რომ ზელანდია საქართველოს ნულზე მოუგებს.
* ამინდი: ამინდს მნიშვნელობა არ ექნება, "მილენიუმი" გადახურული იქნება. ტემპერატურა 13 გრადუსია ცელსიუსით.
* ჩვენი პროგნოზი: ზელანდიის საუკეთესო მხარე ჯერ არ გვინახავს და ამ შეხვედრაში, ადრე თუ გვიან, ზელანდია საქართველოს მაინც გაანადგურებს. ჰანსენის გუნდი, სულ მცირე, 25 ქულით მოიგებს.
BBC
* საქართველო წინა მატჩთან შედარებით 11 ცვლილებას განახორციელებს, ზელანდია - 10-ს. * ვინგერ ვაისაკე ნაჰოლოს სამი თვეც არ დასჭირდა მოტეხილი ფეხის მოსარჩენად, ის საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს. მან ფიჯის ტრადიციების მიხედვით მოირჩინა კოჭი.
International Business Times
* მიუხედავად იმისა, რომ თამაშით მეტოქეს დიდად აღემატებიან, ზელანდიელები "ლელოებს" მაინც უფრთხიან, განსაკუთრებით, მათ მორკინალ მამუკა გორგოძეს, 6-5 ფუტი სიმაღლისა და 260 ფუნტი წონის მოთამაშეს. * მა'ა ნონუს რომ ეთამაშა, ეს მისი მე-100 კეპი იქნებოდა, ახლა კი მოცდა მოუწევს.
Radio New Zealand
* ზელანდიასთან მატჩზე უფრო მნიშვნელოვანი საქართველოს ნამიბიასთან დაპირისპირებაა და 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვება. The Independent
* საქართველოს ნაკრები ჰაკას სანახავად პირველად დადგება მოედანზე.* საქართველომ 328 შებოჭვა გააკეთა, პირველ ორ ტურში ყველაზე მეტი მსოფლიოს თასზე.
* "კივებმა" მოიგეს მსოფლიოს თასზე ყველა, 26 თამაში.
* საქართველო პროგრესირებადი გუნდია, არგენტინასთან დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად. ეს ამ გუნდმა ტონგას ძლევით დაამტკიცა.