New Zealand Herald: ათი რამ, რაც საქართველოს ნაკრებზე უნდა ვიცოდეთ

AutoSharing Option
2 ოქტომბერს "მილენიუმზე" საქართველოს ეროვნული ნაკრები მესამე მატჩს გამართავს მსოფლიოს თასზე. "ბორჯღალოსნები" ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან ახალი ზელანდიის ნაკრებს.

მსოფლიოს ჩემპიონთა ბანაკში საქართველოსთან დაპირისპირებამ საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - New Zealand Herald-ი აქვეყნებს სტატიას: "ათი რამ, რაც საქართველოს ნაკრებზე უნდა ვიცოდეთ".

სტატიას აქვე გთავაზობთ:

"პარასკევს "ოლ ბლექსი" საქართველოს ეთამაშება. რა ვიცით საქართველოს ნაკრების შესახებ?

1. თიკუნი "ლელოები" მოდის "ლელო ბურთისგან", ტრადიციული ქართული თამაშიდან, რომელიც ძალიან ჰგავს რაგბის.

2. გუნდის ემბლემა ბორჯღალია. ეს არის მზის სიმბოლო შვიდი სხივით, ქრისტიანული სიმბოლო, რომელიც სიცოცხლის
მარადისობას ნიშნავს (რედ. ბორჯღალი უძველესი სიმბოლოა და ის ქრისტიანობამდეც არსებობდა).

3. საქართველოს ნაკრებს ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება ჩეხეთის წინააღმდეგ აქვს მოპოვებული 2007 წელს - 98:3. ყველაზე დიდი წაგება კი ინგლისთან 2003 წლის მსოფლიოს თასზე - 6:84.

4. საქართველოს ნაკრებს მოგებათა 61,5% მაჩვენებელი აქვს - 182 თამაშიდან 109 მოგება. ეს უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე ინგლისს (57,3%), უელსს (53,8%) და ავსტრალიას (52,6%) აქვთ.

5. კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ საქართველოს ნაკრებში მორკინალები საუკეთესოები არიან - ყველაზე მეტი ლელო ნაკრებში გიგანტ მამუკა გორგოძეს აქვს გატანილი - 25. ის მეხუთე ადგილზეა ნაკრების ყველა დროის მექულეთა შორის.

6. საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი მოგებები იყო შარშანდელი გამარჯვებები ტესტებში სამოასთან (16:15) და იაპონიასთან (35:25).

7. "ოლ ბლექსს" "ედენ პარკი" აქვს, ხოლო საქართველოს ნაკრებს ეროვნული სტადიონი, სადაც მათ 2004 წლიდან 2012 წლამდე ზედიზედ 21 მატჩში არ წააგეს.

8. ყველამ ვიცით, რომ ზელანდიას არასოდეს წაუგია შოტლანდიასთან, ირლანდიასთან და არგენტინასთან. საქართველოს არასოდეს წაუგია უკრაინასთან (9:0), ჩეხეთთან (8:0) და გერმანიასთან (4:0).

9. რუსეთთან ქართველებს ბევრჯერ ჰქონიათ ომი. სარაგბო მოედანზე საქართველოს დიდი უპირატესობა აქვს - 19 დაპირისპირებიდან 17 მოგება.

10. 23-კაციან განაცხადში, რომელიც ზელანდიას დაუპირისპირდება, ყველა ფორვარდი ლეგიონერია, ხოლო ბეკების უმეტესობა შინაურ პირველობაზე ასპარეზობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული