rugbyworldcup.com: საქართველომ "7 ერის" საკითხი კიდევ ერთხელ წამოჭრა

AutoSharing Option
rugbyworldcup.com-ზე სტატია გამოქვენდა, რომელიც მსოფლიოს თასზე ახალი ზელანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს (23:10) ეძღვნება. ავტორი ყურადღებას საქართველოსთვის "6 ერში" თამაშის საშუალების მიცემაზე ამახვილებს.

* * *
"ოლ ბლექსის" მოგება "ბორჯღალოსნებთან" ერთი შეხედვით ადვილად მოპოვებულ გამარჯვებას ჰგავს, მაგრამ მატჩის 74-ე წუთამდე სულ სხვა ვითარება იყო მოედანზე.

მსოფლიოს ჩემპიონი რეიტინგით მე-15 ადგილოსანს მხოლოდ 19 ქულით უგებდა და აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ მატჩის 22 წუთიდან 52 წუთამდე ანგარიში არ შეცვლილა, რაც იმას ნიშნავს, რომ სრული ნახევარი საათის განმავლობაში "ოლ ბლექსმა" საქართველოსთან ქულის აღება ვერ
მოახერხა.

გუშინ ახალმა ზელანდიამ მეორე ეშელონის ქვეყანასთან კომფორტული, მაგრამ რთულად მიღწეული გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე წარმოიშვა კითხვა - უნდა გაიხსნას თუ არა "6 ერის" კარი საქართველოსთვის?", რაზეც მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ასეთი პასუხი გასცა:

"როგორც კი ამ საკითხზე ლაპარაკის საშუალება მეძლევა ყოველთვის ვიძახი, რომ ეს ბიჭები იმსახურებენ "7 ერში" ყოფნას. ჩვენი განვითარებისთვის ასეთი კონკურენტუნარიანი გარემო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ეს რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა "6 ერის" მხრიდან, მაგრამ ვფიქრობ, რაგბი გლობალური უნდა გახდეს და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარიც საბოლოოდ უნდა გაიხსნას".

ამ კითხვით ახალი ზელანდიის კაპიტანს რიჩი მაკქოუსაც მიმართეს:

"ეს ტურნირი ჩვენთვის აღარ არის "ადვილი". რაგბის სტანდარტი საკმაოდ მაღლა ავიდა.

ყველამ კარგად ვნახეთ, ე.წ. ტოპ-ნაკრებების რთულად მოპოვებული გამარჯვებები და მეორე ეშელონის გუნდების ზეწოლა მათზე. გუშინდელი დაპირისპირება ერთ-ერთი მათგანი იყო".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
არ შეგვიშობენ 6 ერის ტურნირზე, მოიგონებენ რამე სხვა რამეს მაგალითად იაპონია, ტონგა, ფიჯი, ამერიკა, კანადა და საქართველო და გვაბორიალებენ კუნძულიდან მატერიკამდე.
Grigoli
21:42 03-10-2015
0
ესეთი რამ იშვიათია, წავაგეთ დიდი ანგარიშით და მაინც ამაყი ვარ. გენაცვალეთ ბიჭებო!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული