პეტიცია - დაუშვით საქართველო ექვსი ერის გათამაშებაში

AutoSharing Option
www.change.org-ზე გამოჩნდა პეტიცია, რომელიც სოციალურ ქსელებში უკვე დიდი განხილვის საგანია - პეტიციის ავტორები "ექვსი ერის" ხელმძღვანელს, ბრეტ გოსპერს მიმართავს, დაუშვან საქართველო ექვსი ერის გათამაშებაში.

"როგორც ყველას მოგეხსენებათ საქართველოს ნაკრები საუკეთესო გუნდია მეორე დონის ევროპულ ქვეყნებში და ამ გუნდმა მსოფლიოს თასზე ტონგა დაამარცხა.

ბოლო დეკადებში ქართული რაგბი სწრაფი ტემპებით გაიზარდა. ქართველი მორაგბეები საუკეთესო ლიგებში თამაშობენ. ქართულ რაგბის დიდი ტალანტი აქვს და ახლა სჭირდება გამოცდილება ევროპის საუკეთესო ნაკრებებთან თამაშის.

მოდი, შAევცვალოთ დღევანდელი სიტუაცია და დავუშვათ საქართველო ექვსი ერის გათამაშებაში. ჩვენ ყველას მოგვწონს
მათი თამაში და ამის მერე, გუნდი კიდევ უკეთ ითამაშებს. მოდი, ავახდინოთ ეს ოცნება".

შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის ნაკრებთან ღირსეული წაგების შემდეგ "ბორჯღალოსანთა" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა პირდაპირ მოუწოდა რაგბის მამებს საქართველოს ნაკრები ექვსი ერის გათამაშებაში დაუშვან.

პეტიციაზე "ხელის მოწერა" ამ მისამართზეა შესაძლებელი.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მარტო ქართველები აწერენ ხელს ამ პეტიციას))))
GGG777
22:05 04-10-2015
0
თქვენ ალაოდ ხომ არა ხართ, დაგვცინებენ,ისე და იმდენჯერ წავაგებთ.ვერ ნახეთ, ზელანდიელებმა გორგოძე როგორ აფრინეს ჰაერში.... ყვავს თავისი მოჯმ..ლი უკვირდაო, ისე გჭირთ...
status quo
00:04 05-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული