Oui - 76%! ფრანგები საქართველოს ექვს ერში დაშვების მომხრენი არიან

AutoSharing Option
ცნობილი ფრანგული გაზეთი "ეკიპი" თავის საიტზე ატარებს გამოკითხვას თემაზე, ღირს თუ არა სარაგბო ექვსი ერის პირველობაზე საქართველოს ნაკრების დამატება.

ახლა 15 ათასზე მეტი ადამიანია გამოკითხული და სასიხარულოა, რომ მათი უმრავლესობა "ბორჯღალოსნების" დაწინაურების მომხრეა - 76% მიიჩნევს, რომ დროა, საქართველოს ნაკრები ევროპული რაგბის ელიტაში მიიღონ, 24% კი წინააღმდეგია.

"ძალით მეშვიდე ევროპულმა სარაგბო ქვეყანამ - საქართველომ, მსოფლიოს თასზე აჩვენა, რომ დიდი პროგრესი აქვს და შესაძლოა, მომდევნო მსოფლიოს თასის საგზური ავტომატურად მოიპოვოს.

ზელანდიასთან "ლელოები" ("ბორჯღალოსნებს" უცხოეთში ასე მოიხსენიებენ) მხოლოდ 10:43 დამარცხდნენ და 73-ე
წუთამდე 10:29 იყო. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ზელანდიელმა მწვრთნელმა მოუწოდა ექვსი ერის ხელმძღვანელებს, რომ მის ნაკრებს კარი გაუღონ.

საქართველო ახლა 71,35 ქულით მე-14-ეა მსოფლიოს რეიტინგში და მე-13 ადგილზე მყოფ ექვსი ერის წევრ იტალიას არაფრით ჩამორჩება - იტალიელებს 71,46 ქულა აქვთ", - წერს "ეკიპი".

გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება აქ შეგიძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
"ნიკოლოზი"-ს. სრულიად გეთანხმები. ასეთი გამოკითხვები თავის მოტყუებაა. ექვსი ერი რეალურად ბრიტანული ლიგაა და გადაწყვეტილებასაც მხოლოდ ისინი იღებენ. იტალიის გაშვებაზე ნამდვილად საუბრობენ, რადგან მუდმივი აუტსაიდერია, მათთან თამაშით შემოსავალიც მცირეა, თანაც იტალიაში ეს სპორტი პოპულარული არ არის. საქართველოს მიღებაზე კი საკითხიც არ დასმულა, არათუ განხილვა.
გიო
19:55 08-10-2015
0
მე-7 გუნდის დამატებას არავინ განიხილავს. იტალიის გამოკლებას და ისევ "ხუთი ერის" ჩატარებაზე კი ნამდვილად მსჯელობენ. ისედაც, ფრანგები არაფერს წყვეტენ, მთავარი ბრიტანეთია.
ნიკოლოზი
19:25 08-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული