იქამდე კი, მისი აღმატებულება ექსეტერის სარაგბო სკოლებს მოინახულებს.
ცნობილია, რომ ჰარი მისი ძმისგან, უელსის პრინც უილიამისგან განსხვავებით, ინგლისის ნაკრების ქომაგია. მას შემდეგ, რაც "პომები" მსოფლიოს თასის გათამაშებას გამოეთიშნენ, ცნობილი არაა, საქართველო-ნამიბიის დაპირისპირებისას ის ვის უქომაგებს. ერთი რამ კი ცხადია, მატჩს არ დაესწრება მისი ძმა უილიამი. ამიტომ, შესაძლოა, ჰარი ორივე გუნდის გამარჯვებამ გაახაროს და მისი ძმის საწინააღმდეგოდ რომელიმეს არ უქომაგებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"