ოთხი "ბორჯღალოსანი", რომელთა ხილვაც უელსელებს კელტთა ლიგაში სურთ

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ უელსურმა გამოცემა salesonline.co.uk-მა მსოფლიოს თასზე მოასპარეზე 15 საინტერესო მორაგბე გამოარჩია, რომლებიც, მათი აზრით, იმ უელსური კლუბების სკაუტების სამიზნე უნდა გახდნენ, რომლებიც კელტთა ლიგაში ასპარეზობენ. ესენია: "ჰლანეჰლი", "კარდიფ ბულზი", "ოსფრიზი" და "ნიუპორტ დრაგონზი".

თხუთმეტეულში ოთხი "ბორჯღალოსანია". მესამე ადგილზე საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი გიორგი ნემსაძეა, რომელმაც მსოფლიო თასზე უკვე მეორედ იასპარეზა.

მეხუთეზეა ბექა წიკლაური, რომელმაც მსოფლიოს თასზე სადებიუტო შანსი ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში გამოიყენა და ისტორიული ლელოთი მსოფლიოს თავი გააცნო.

მეცხრე ადგილზე ჩვენი შუამარბი დავით კაჭარავა
წარადგინეს, რომელიც მიმდინარე მსოფლიოს თასის ოთხივე მატჩის სასტარტო შემადგენლობაში იყო. მეთერთმეტე ადგილზე კი 29 წლის მგეზავი ლაშა მალაღურაძე გავიდა.

აი, როგორ ახასიათებს თითოეულ ქართველ რჩეულს ეს უელსური გამოცემა:

გიორგი ნემსაძე
30 წლის გიგანტ მეორეხაზელს, რომელიც ხშირად მესამე ხაზშიც თამაშობს, ავტორი ქართული რაგბის "პიტერ პენს" უწოდებს. ტონგას წინააღმდეგ ჯგუფის პირველ მატჩში 23 ბოჭვით ნემსაძემ კუნძულელებს კარგად დაამახსოვრა თავი.

2007 წლიდან საფრანგეთში თამაშობს, მაგრამ პირველი დივიზიონის გუნდში არასდროს უასპარეზია. 2012 წლიდან მეორე დივიზიონის "ტარბის" ღირსებას იცავს, სადაც გასული სამი სეზონის განმავლობაში 53 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბექა წიკლაური
26 წლის ფულბეკი რაგბის თამაშში მშობლიურ კლუბ "ლოკომოტივში" გაიწვრთნა. წიკლაურმა მიმდინარე მსოფლიოს თასზე თავისი სადებიუტო შანსი კარგად გამოიყენა და "ოლ "ბლექსის" წინააღმდეგ "ბორჯღალოსნების" ისტორიული ლელო გაიტანა.

სანამ ბექა "ლოკომოტივს" დაუბრუნდებოდა, პოლონეთის ერთ-ერთ სარაგბო კლუბშიც ასპარეზობდა. დღესდღეობით მას ნაკრებში 21 კეპი აქვს მოხვეჭილი და უკანა ხაზში თითქმის ყველა პოზიციაზე უთამაშია.

დავით კაჭარავა
ახალზელანდიელი სმიტები სწორედ ის ორი მოწინააღმდეგე იყო, რომლებიც "ბორჯღალოსნებთან" მატჩის შემდეგ კაჭარავას ბოჭვებით მიყენებული ზიანით "ფრთებმოტეხილნი" გამოვიდნენ მოედნიდან. "ბორჯღალოსანთა" შუამარბმა "ოლ ბლექსს" მიყენებული ტრავმებით "ცუდად" დაამახსოვრა თავი.

2006 წლიდან მოყოლებული, კაჭარავას სანაკრებო მონაგარი 87 კეპია, რასაც უფრო ადრე ფრანგულ კლუბებში ასპარეზობაც ემატება. ამჯერად კი რუსეთის ჩემპიონატში, კრასნოიარსკის "ენისეში" თამაშობს.

ლაშა მალაღურაძე
მალაღურაძე "ბორჯღალოსნების" უკანა ხაზის მთავარი საყრდენია, რომელმაც მგეზავის პოზიციაზე თამაში, ძირითადად, საფრანგეთში, "ბეზიეში" შეისწავლა, სადაც 3 სეზონი გაატარა. ამჟამად ის "ბანიერში" თამაშობს. საკუთარი ქვეყნის სახელით 61-ჯერ გამოსულა სტადიონზე, როგორც შუამარბის, ისე მგეზავის პოზიციაზე.

მსოფლიოს თასზე წელს მეორედ იასპარეზა და ერთი ლელო გაიტანა.

თხუთმეტეული
1. კირან ჰეარნი (კანადა), 2. კურტ მორათი (ტონგა), 3. გიორგი ნემსაძე (საქართველო), 4. ჯონ დეისელი (ნამიბია), 5. ბექა წიკლაური (საქართველო), 6. ლევანი ბოტია (ფიჯი), 7. ტრეტონ პალამო (აშშ), 8. სანტიაგო კორდერო (არგენტინა), 9. დავით კაჭარავა (საქართველო), 10. მეთ ევანსი (კანადა), 11. ჯეკ ლამი (სამოა), 12. ლაშა მალაღურაძე (საქართველო), 12. ბრეტ ტომპსონი (აშშ), 13. ხუან მანუელ გამინარა (ურუგვაი), 15. აიუმუ გორომარუ (იაპონია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარდიფის გუნდს ბლუზი ქვია და არა ბულზი... ბულზი ჩიკაგოშია :D
ლადო
14:17 15-10-2015
0
ტონგაში თამაშობს პირველ ხაზში ტარიელა ჰქვია, უეჭველი ქუთაისელი იქნებოდა მისი წინაპარი
kutaisski
14:14 15-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული