"ექვსი ერი კი არ გავზარდოთ, ჩავატაროთ ევროპის ჩემპიონატი, როგორც ფეხბურთში"

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე მეორე დონის სარაგბო ქვეყნების და მათ შორის, საქართველოს ნაკრების წარმატებულმა თამაშმა მედიაში დიდი დისკუსია გამოიწვია. ყველაზე ხშირად ექვსი ერის გათამაშების რეორგანიზაციაზე ლაპარაკობენ.

ექსპერტები ექვსი ერის ან შვიდ ერად გადაკეთებას, ან ბოლოადგილოსან გუნდსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის პლეი ოფის დანიშვნას ითხოვენ.

სხვა იდეა აქვს punditarena.com-ის ავტორ პატრიკ კონვეის, რომელიც ერთი შეხედვით, ყველაზე ლოგიკურია, თუმცა მედიაში ამაზე ნაკლებად ლაპარაკობენ:

"იტალიის ნაკრებმა ირლანდიას ბრძოლა კი შესთავაზა, მაგრამ გუნდს მაინც არ ეტყობოდა კლასი და პროგრესი. დღეს საქართველოს უკეთესი გუნდი
ჰყავს, ვიდრე იტალიას, რაც დაამტკიცა კიდეც ამ გუნდმა მსოფლიოს თასზე.

ვფიქრობ, შემიძლია რეკომენდაცია მივცე ევროპულ რაგბის - ფეხბურთმა ბევრი რამ შეიძლება ისწავლოს ოვალური ბურთისგან, თუნდაც მსაჯების პატივისცემა. მაგრამ ექვსი ერის არსებული გათამაშება საფუძველშივე უსამართლოა, რადგან ჩაკეტილი წრეა. საქართველოს, რუმინეთსა და სხვებს მეტი ესაჭიროებათ, ვიდრე პლეი ოფის მატჩი.

ამიტომაც მოვუწოდებ, გადაიღონ ფეხბურთისგან და ჩატარდეს ტურნირი (ჩემპიონატი) ყოველ 4 წელიწადში ერთხელ. დავიწყოთ 2017 წლიდან. ერთა თასის ხუთი გუნდი, პლუს პროგრესირებადი გერმანია დაემატებიან ექვსი ერის გუნდებს და 12-გუნდიანი კარგი ჩემპიონატი გამოვა.

ეს ტურნირი მომავალში მნიშვნელობას ისევე გაიზრდის, როგორც ეს საფეხბურთო ანალოგმა განიცადა. ოთხ წელიწადში ერთხელ კონტინენტის საუკეთესოს ტიტულისთვის ბრძოლა გაცილებით უფრო აზრიანია, ვიდრე ყოველ ზაფხულს მეორე დონის ქვეყნებში სათადარიგო შემადგენლობების გაგზავნა უაზრო ტურებისთვის".
მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგი აზრია
0
რა საჭირო ახალი ველოსიპედის გამოგონება, შეხედონ როგორ განვიტარდა ფეხბურთი და იგივე გზა აირჩიონ, ფული იმიტომ არ ტრიალებს რგაბში რომ ყველა ქვეყანა არაა ჩართული, თუ ასე ჩაკეტილ წრეში იტრიალეს და სხვა ქვეყნები არ შეუშვეს არასდროს არ იტრიალებს ფული რაგბში! რაგბის მამები თვითონ უწყობენს ხელს იმას რომ რაგბში დიდმა ფულმა რა იტრიალოს... ისე კი9 დიდი ფული რომ არ ტრიალებს შეიძლება იმიტომაც არის უფრო სუფტა, დიდი ფული რომ გაჩნდება ალბათ სისბინძურეც მოყვება ....
abaa
17:59 16-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული