მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისა, მე-4 პოზიცია არგენტინელებმა უელსელებს დაუთმეს, თავად კი მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლეს.
პოზიცია შეინარჩუნა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც 71.45 ქულით რეიტინგში კვლავ მე-14 ადგილს იკავებს.
რეიტინგის სათავეში 96.10 ქულით 2015 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული ახალი ზელანდიის ნაკრებია, მეორე და მესამე ადგილებს კი, შესაბამისად, ვიცე-ჩემპიონი ავსტრალია (89.33) და მესამეადგილოსანი სამხრეთი აფრიკა (87.66) იკავებენ.