მერაბ კვირიკაშვილი "ბორჯღალოსნებს" გერმანიასთან, პორტუგალიასა და ესპანეთთან დააკლდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი და ერთ-ერთი ლიდერი მერაბ კვირიკაშვილი ტრავმირებულია და ფრანგული მედიის ცნობით, მას დაახლოებით ორი თვე გაუცდება.

მეკომ ტრავმა ფედერალ 2-ის მატჩში "დიჟონთან" მიიღო. "მონლუსონის" ქართველი მორაგბე იხსენებს, რომ ტრავმას ყურადღება თამაშისას ნაკლებად მიაქცია, რადგან გახურებული იყო და თამაშის გაგრძელება შეძლო, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ტკივილი აუტანელი ხდებოდა.

მეორე დღეს ქართველის ტრავმის სკანირებამ მისი სერიოზულობა დაადასტურა, მას ორ თვეზე ოდნავ მეტის გაცდენა მოუწევს.

ასე რომ, მერაბ კვირიკაშვილი ევროპის ერთა თასის მეორე წრის მატჩების ნაწილს გამოტოვებს. საქართველოს ნაკრები
6 თებერვალს მასპინძლობს გერმანიას, 13 თებერვალს სტუმრობს პორტუგალიას და 27 თებერვალს ესპანეთს მასპინძლობს.

ექიმების დასკვნას თუ დავუჯერებთ, მეკოს წლის პირველი სამი სანაკრებო თამაშის გაცდენა მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მთავარია ეს "ტრავმიანობა" არ დაგვჩემდეს (თუმცა მეკოსი მჯერა). რიგმა ნაკრების მორაგბეებმა განაცხადა რომ ალბათ ერთა თასის გათამაშებაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას. ეს მაშინ როდესაც ჩვენი მეტოქეები კბილებს ილესავენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ სერიოზულად არ მივუდექით შემთხვევით რაიმე სირცხვილი არ ვჭამოთ. გაგიგონიათ, ეშმაკს არასოდეს არ ძინავს.
რეალისტი
21:35 26-12-2015
0
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ მეკო.
პანტელეიმონი
22:29 28-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული