მილტონ ჰეიგი "ბორჯღალოსნებში" რჩება - კონტრაქტი 2+2-წლიანი სისტემით გაფორმდება

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტის ცნობით, კავშირის გამგეობის სხდომაზე, სხვებთან ერთად, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელთა საკითხიც განიხილეს.

სრკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატად მილტონ ჰეიგი წარადგინა, ხოლო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტის კანდიდატად ლევან მაისაშვილი. გამგეობამ იმსჯელა წარმოდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით და ისინი 2+2 წლის ვადით დაამტკიცა.

მილტონ ჰეიგთან და ლევან მაისაშვილთან შრომით ხელშეკრულებას საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი გააფორმებს. არჩევნები 2016 წლის 24 იანვარს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ახალზელანდიელი სპეციალისტი "ბორჯღალოსნებს" 2011 წლის ბოლოდან თავკაცობს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯერ დათვი არ მოუკლავთ უკვე ტყავს იყოფენ
ოთო
17:50 13-01-2016
0
ალალ!!!
zurab
22:12 12-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული