"ბორჯღალოსნების" ექსმწვრთნელი: ეს თუ მოხდა, საქართველოში რაგბი მთლიანად შეიცვლება

AutoSharing Option
თებერვლიდან ევროპის ერთა თასის გათამაშება იწყება. ამ პირველობას შოტლანდიური scotsman.com გამოეხმაურა.

"6 თებერვლიდან იწყება ტურნირი, რომელშიც ფავორიტი კვლავ საქართველოს ნაკრებია. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ევროპის ერთა თასზე, ანუ "სხვა ექვს ერზე", როგორც მას ხშირად უწოდებენ.

საქართველომ მოიგო ბოლო ხუთი გათამაშება და ის ამ ტურნირში ყველაზე მაღალი კლასის გუნდია, მისი მთავარი კონკურენტი კი რუმინეთია, რომელმაც მსოფლიოს თასზე დიდი ბრძოლა გაუმართა იტალიას".

სტატია ეძღვნება ერთა თასზე მოღვაწე შოტლანდიელ მწვრთნელებს, როგორიც იყო, მაგალითად, რიჩი დიქსონი. ასევე, საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების ყოფილი მწვრთნელი და "ბორჯღალოსანთა" ფიზმომზადების
პროგრამის შემქნელი იან სმითი.

მას საქართველოში 19-წლამდელთა გუნდსა და რაგბის აკადემიაში უმუშავია.

იან სმითი 2014 წლიდან პორტუგალიაშია, ჯერ, როგორც ტექნიკური მრჩეველი. ამჟამად იგი პორტუგალიის ნაკრების დროებითი თავკაცია. მას გამოცემა "ექვსი ერის" რეორგანიზაციის შესახებ დაეკითხა:

"თუკი საკითხს რომანტიკული კუთხით მივუდგებით, ექვსი ერიდან ერთა თასზე და პირიქით მიმოსვლის სისტემა უნდა იყოს, ექვს ერში უარესი უნდა ვარდებოდეს და ერთა თასის საუკეთესო დაწინაურდეს.

მაგრამ, როგორც შოტლანდიელს, რა თქმა უნდა, ეს არ მინდა, რადგან შოტლანდია შეიძლება გავარდნის საშიშროების წინაშე დადგეს. პორტუგალიას ამ შემთხვევაში არ ექნება პრეტენზია დაწინაურების - ჩვენ 2 ათას ფანს ძლივს ვაგროვებთ თამაშებზე, მაგრამ აბა, რუმინელებსა და ქართველებს ჰკითხეთ!

გავარდნა-აღზევების სისტემა ექვს ერში საქართველოსა და რუმინეთში რაგბის ძირფესვიანად შეცვლის. ჩვენ ისედაც ვნახეთ მსოფლიოს თასზე, რომ ორივე გუნდს შეუძლია იყოს კონკურენტუნარიანი. იტალიამ ისე კარგად ვერ გამოიჩინა თავი ექვს ერზე, როგორც ბევრს ეგონა.

მაგრამ ფინანსური კუთხით თუ მივუდგებით საქმეს, ამ იდეის განხორციელების გზებს ვერ ვხედავ. მე ვერ ვხედავ ათასობით ფანს თბილისის ქუჩებში პერსპექტივაში, რადგან ქართველებს ჯერ არ ჰყავთ სპონსორები და არ აქვთ სათანადო ინფრასტრუქტურა განვითარებული", - განაცხადა სმითმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული