გერმანიის ნაკრებმა "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის მზადება უკვე დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის გათამაშების პირველ მატჩს 6 თებერვალს, თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გერმანიის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

ჩვენმა მეტოქემ, რომელიც გათამაშების აუტსაიდერია, საწვრთნელი შეკრება "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის მოსამზადებლად 22 იანვრიდან ქვემო საქსონიაში დაიწყეს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იაკუს პოთხითერმა გუნდში 30 მორაგბეს უხმო, რომელთაგან ლეგიონერი მხოლოდ ერთია - მატიას შოსერი (აბერდინი).

გერმანიის ნაკრები:
ტომ ბერენდტი, ტორე შმიდტი (სანკ პაული), პასკალ ფიშერი (ჰანოვერი), შონ არმსტრონგი, კეჰომა ბრენერი, ბენიამინ დანსო, იარიდ ელსი, სემი ფუშსელი, იაკო ოტო, რაინორ პარკინსონი, მიკაელ პოპმეიერი, ჰენდრიკ ფან დერ
მერვე, ტიმო ვოლენკემპერი, ალექსანდერ ვიდიკერი, არტურ ზეილერი (ჰეიდელბერგი), ერიკ მარქსი (ააშენი), გაბრიელ იაგერი, რობერტ ლემანი (როტვეილი), მარკ სტინდერა (ფრანკფურტი), მორის რიეგე, ნიკო ვინდემუთი (გერმანია ლისტი), მარკუს ბენდერი, მაქსი რეინარდი (ჰანდსუშეიმი), რობ მეი, ოილვერ პაინი, იორნ შროდერი, ჯერემი ტე ჰუია (ფორზეიმი), მატიას შოსერი (აბერდინი), დალ გარნერი (ლაკტონიანსი), უმბერტი პილა (სან დონა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული