ერთა თასის გათამაშება 6 თებერვალს დაიწყება, საქართველოს ნაკრების მეტოქეები კი მზადებას უკვე შეუდგნენ. გერმანიის ნაკრების თაობაზე, რომელიც ჩვენი გუნდის პირველი მეტოქეა, უკვე ვწერდით (იხილეთ ვრცლად).
პირველი ორი მატჩისთვის მოსამზადებელი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა რუმინეთის ნაკრების უელსელმა თავკაცმა ლინ ჰოულსმა. მან აქცენტი გუნდის გაახალგაზრდავებაზე გააკეთა.
"ნაკრებში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მორაგბე უნდა მოვიწვიოთ. ამჟამინდელი ნაკრებიდან შემდეგ მსოფლიოს თასზე მონაწილეობას, სავარაუდოდ, მხოლოდ მორაგბეთა 75 პროცენტი მიიღებს.
შერკინებაში ჩვენს გუნდს არასდროს უჭირდა. აი, ცხრა ნომრის, მგეზავისა და ფულბეკის პოზიციებზე სერიოზული გარჯა
აღსანიშნავია, რომ რუმინელთა რიგებში შვიდი დებიუტანტია. ესენია: სილვიუ ვასილიუ, ფლორინ ბარდასუ, ადი მოტოკი, რაზვან ილიესკუ, ალექსანდრუ პალი, ოვიდიუ მელნიჩიჩი და სტივენ შენანი. გამოძახებული 31 მორაგბიდან კი ინგლისსა და უელსში გამართულ მსოფლიოს თასზე 19-მა ითამაშა.
ახლახან "სტეჟარიმ" ახალი ფორმის პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც აქამდე არსებულის ოდნავ შეცვლილი ვარიანტია.
რუმინელები 6 თებერვალს კლუჟში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.
რუმინეთის ნაკრები
პირველი ხაზი: კონსტანტინე პრისტავიტა, მიჰაი დიკო, ფლორინ ბარდასუ (სამივე-ბაია მარე), ალექსანდრუ ტარუსი, ანდრე რადოი, ევგენ კაპატანა (სამივე-ტიმიშოარა), სილვიუ ვასილუ (სტიაუა), პეტრუ ტამბა (ლაკვილა).
მეორე ხაზი: ვალენტინ პოპარლანი (ტიმიშოარა), ჯონ ფან ერდენი (ბაია მარე), მარიუს ანტონესკუ (ტარბი), ადი მოტოკი (მეტრო რასინგი).
მესამე ხაზი: ვიორელ ლუკაჩი (სტიაუა), ვლად ნისტორი (კასტრი), ანდრეი გლრჩიოაია (ვალანსი), რაზვან ილისეკუ (გროლე), სტელიან ბურეა (ტიმიშოარა).
#9: ალექსანდრუ პალიი (ბაია მარე), ველენტინ კალაფეტეანუ (ტიმიშოარა), ტუდორელ ბრატუ (დინამო).
#10: ჯოდი როსი (ტიმიშოარა), ოვიდიუ მელნიჩიჩი (კლუჟი)
#12-13: პაულა კინიკინილაუ (ტიმიშოარა), ფლორინ იონიცა (სტიაუა), ფლორინ ვლაიკუ (კალვიზანო)
#11-14: ადრიან აპოსტოლი, იონუც ბოტეზატუ (ბაია მარე), მადალინ ლემნარუ, სტივენ შენანი (ტიმიშოარა).
#15: კატალინ ფერკუ (სარასენზი), საბინ სტრატილა (სტიაუა).
ფოტოზე: რუსეთის ნაკრები
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე, რუსეთის ეროვნული გუნდი ერთა თასის მატჩებისთვის რუსეთის სამხრეთში, ქალაქ სოჭში 16 იანვრიდან ემზადება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმა, როგორც წესი, ძირითადად სამი რუსული კლუბის: "ვვას", "ენისეისა" და "კრასნი იარის" მოთამაშეებს უხმო. ორი მორაგბეა "სლავადან".
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე გუნდში ლეგიონერები არ არიან. რუსეთის ნაკრები 6 თებერვალს ესპანეთის ეროვნულ გუნდს სოჭში დაუპირისპირდება.
რუსეთის ნაკრები
პაველ ბუტენკო, რამილ გაისინი, ნაზირ ჰასანოვი, ინოკენტი ზიკოვი, ევგენი ელგინი, დიმიტრი კროტოვი, იგორ კურაშოვი, იური კუშნარიოვი, ევგენი პრონენკო, ანტონ რუდოი, სტანისლავ სელსკი, დიმიტრი სიმონოვი, დენის სიმპლიკევიჩი, ანდრეი ტემნოვი, კონსტანტინ უზუნოვი, ალექსეი შერბანი (ყველა-ენისეი), ვასილი არტემევი, იგორ გალინოვსკი, ანდრეი გარბუზოვი, ვიქტორ გრესევი, კირილ გოტოვცევი, ვლადიმერ რუდენკო, რუშან იაგუდინი (ყველა-კრასნი იარი), სერგეი სეკისოვი, მიხაილ ბაბაევი, ალექსეი ვოლკოვი, ევგენი მატვეევი, ვლადიმირ პოდრეზოვი, სერგეი იანუშკინი (ყველა-ვვა), დენის ანტონოვი, მიხაილ სიდოროვი (ორივე-სლავა), ტაჰირ გაჯიევი (ყუბანი).
ერთა თასი
6 თებერვალი
საქართველო-გერმანია
რუსეთი-ესპანეთი
რუმინეთი-პორტუგალია
13 თებერვალი
პორტუგალია-საქართველო
ესპანეთი-რუმინეთი
რუსეთი-გერმანია
27 თებერვალი
საქართველო-ესპანეთი
რუმინეთი-რუსეთი
გერმანია-პორტუგალია
12 მარტი
რუსეთი-საქართველო
ესპანეთი-პორტუგალია
რუმინეთი-გერმანია
19 მარტი
საქართველო-რუმინეთი
პორტუგალია-რუსეთი
გერმანია-ესპანეთი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"