დღის კარიკატურა: 6 ერი საქართველოსთვის კარის გაღებას არ აპირებს

AutoSharing Option
მსოფლიოს 2015 წლის თასის გათამაშების შემდეგ ხშირად გაიგონებდით - საქართველო 6 ერს მიუახლოვდაო.

...კი მიუახლოვდა, მაგრამ კარი ისეა გადარაზული, ურნალითაც ვერ შევანგრევთ: ამ ორგანიზაციის შეფმა ჯონ ფიენმა ორიოდე დღის წინ კატეგორიულად განაცხადა - 6 ერი სხვა ქვეყნებისთვის არ გაიღებაო! (იხილეთ ვრცლად)
მკითხველის კომენტარები / 14 /
ხალხო,რით ვერ გაიგეთ,რომ ჩვენ ვართ დაბალი დონე,ჩვენი ბიჭების დამცირება კი არ მინდა,მაგრამ მეორე ლიგაში ვთამაშობთ,მამუკა გორგოძემ დიდმა რაგბისტმა გვითხრა,რომ ჯერ ადრეა ჩვენი მონაწილეობა 6-თა ერზეო,მან ყველაფერი კარგად იცის და სიმართლე თქვა,აი კალათბურთში vtb-ის გათამაშებაში დაუშვეს ჩვენი ვითა და ყველა შეხვედრა წააგეს,ან ქალთა გუნდი ფრენბურთში ასევე აზერბაიჯანის პირველობაში მონაწილეობს და მათაც ყველა შეხვედრა წააგეს,ასე იქნება რაგბშიდაც,ჩვენი იქ შეშვება პრობლემა კი არ არის,პრობლემაა ჩვენი დონე,კი ბატონო უგებთ რუსეთს,რუმინეთს,ტონგას,ნამიბიას,მაგრამ ეს არ კმარა,ისინიც ჩვენსავით მეორე ლიგაში ასპარეზობენ და მორჩა,საჭიროა განვითარება,წინსვლა,ნახეთ რას გავს ჩვენი ჩემპიონატი,რა დონეა,ერთი სტადიონიც არა გვაქვს მთელ ქვეყანაში ნორმალური,სუფთა სარაგბო და ამის გარდა კიდევ ათასი პრობლემაა.
roma
01 თებერვალი 2016 19:36
0
მაშ გეგონათ რომ მიგვიღებდნენ...? სიმართლეს თვალი გავუსწოროთ..ჩვენი ნაკრების დონე არ შეესაბამება მათ დონეს და ეს ანგარიშებშიც კარგად აისახება..უნდა კიდევ განვვითარდეთ და გავძლიერდეთ..აი,მერე კი დავუკაკუნოთ კარზე..
ოტტო
01 თებერვალი 2016 18:37
0
ეს მაინც იძახის არ ვაპირებო, ის უდღეური აფერისტი კი ღიაა შემოდითო. უბრალოდ არ უნდათ საქართველოს წარმატება, აღიზიანებთ, რომ დაინახეს შედეგი. ასეა იქაც გინდ ავღანეთში დაცექი გინდ აფრიკის და გინდ მარსზე მოხალისედ. არ უნდათ და ბასტა. რით ვერ შეიგნეთ ქართველებო. არ უნდათ და ძაღლი მიაკვდათ სულში მაგ ევროპელებს. ...
giorgi
01 თებერვალი 2016 17:54
0
რაც ინგლისურ ფეხბურთს მოუვიდა ის მოგივათთქო ჩემგან უთხარით
მახო
01 თებერვალი 2016 16:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული