დღის კარიკატურა: 6 ერი საქართველოსთვის კარის გაღებას არ აპირებს

AutoSharing Option
მსოფლიოს 2015 წლის თასის გათამაშების შემდეგ ხშირად გაიგონებდით - საქართველო 6 ერს მიუახლოვდაო.

...კი მიუახლოვდა, მაგრამ კარი ისეა გადარაზული, ურნალითაც ვერ შევანგრევთ: ამ ორგანიზაციის შეფმა ჯონ ფიენმა ორიოდე დღის წინ კატეგორიულად განაცხადა - 6 ერი სხვა ქვეყნებისთვის არ გაიღებაო! (იხილეთ ვრცლად)
მკითხველის კომენტარები / 14 /
მოეშვით ამ ,,ექვსი ერს,, არ ვჭირდებით, არ გვღებულობენ,თავს ნუ იმცირებთ, ნატო-ნატოს ძახილის არ იყოს რას ეტენებით ..., ერთი ჩვეულებრივი კომერციული ტურნირია, მეტი არაფერი. გაძლიერდეს რაგბი ევროპა, ეს არის ჩვენი გამოსავალი.რეიტინგით რაგბი ევროპა უფრო მაღლა უნდა იდგეს.
გიორგი
10 თებერვალი 2016 10:40
0
ევროპის ჩემპიონატი გვჭირდება და არა 6 ერი.ევროტურნირებზე კლუბები უნდა გავიყვანოთ. ნაკრები რაც სეიძლება ხშირად უნდა ესპარინგოს სამხრეთს და იაპონიას და ამერიკის გუნდებს. რაგბს სამხრეთში თამაშობენ, ევროპაში ჯიჯგილაობენ.
რეზო
03 თებერვალი 2016 16:06
0
არამგონია იტალიამ ათიდან ათი თამაში მოგვიგოს თუ ესეა ჩამოიყვანეთ აქ ბატონო და ვნახოთ და კიდე ინფრასტრუქტურა აქარაფერ შუაშია უბრალოდ ეს ორგანიზაცია არც ზრუნავს რაგბის პოპულარიზაცია განვითარებაზე ის ზრუნავს თავის ჯიბეზე.
qutaiseli
03 თებერვალი 2016 11:55
0
ჩვენ იმ 6 ერის გარდა სხვები გავაFარჩაკოთ ნეტავი და მათ კი მერე თავი კედელზე უხლიათ,მერე ჩვენ არ შევალთ მანდ...
otari
03 თებერვალი 2016 11:54
0
ჩამოდით რა ზეციდან დედამიწაზე. ჩვენი ნაკრებისათვის ადრეა, თანაც ძალიან ადრე ექვს ერში თამაში. დაუშვათ და მიგვიღეს. გარანტიას გაძლევთ 10-15 წლის განმავლობაში, ერთ გამარჯვებასაც ვერ მოვიპოვებთ, თუ სასწაული არ მოხდა, რა თქმა უნდა. აქ იტალიას ახსენებენ ხშირად აგდებულად. მინდა გითხრათ, რომ რეალურად თუ შევაფასებთ, ამ ეტაპზე იტალია 10-დან 10-ივე თამასს მოგვიგებს, სასწაული თუ არ მოხდა.
merabi
03 თებერვალი 2016 10:31
0
ამაზე ფიქრი კარგია და ეს პროგრესისკენ მიმავალი გზაა, მაგრამ მე არ მეგულება ქართველი პროფესიანალი მორაგბე და მაღალი დონის რაგბის სპეციალისტი, რომელიც იტყვის, რომ საქართველო მზადაა ექვსი ერისათვის. ეს ეხება არა მარტო სპორტულ მიღწევებს. აქ დიდი როლი ენიჭება ინფრასტრუქტურას, რომელიც ჩვენთან იმ დნეზე არ არის (შევარდენისა და ავწალის სტადიონების ხსენება უადგილო მგონია), რომ ასეთი დონის გუნდები მივიღოთ. ყიფიანის მინისტრობის დროს დაიწყო საუბარი, დიდ დიღომში სარაგბო სატადიონის მშენებლობის შესახებ, მაგრამ ახლა ამაზეც არავინ კრინტს არ ძრავს. რა ხდება ამ კუთხით. თუ ვინმე ფლობთ ინფორმაციას, მოგვაწოდეთ და მადლობელი დაგრჩებით.
gela
03 თებერვალი 2016 10:26
0
რაგბი უყვართ ქართველებსო- ხშირად გაიგონებთ. სინამდვილეში რაგბი კი არა გამარჯვებები გვიყვარს თორემ მეც მახსოვს და თქვენც ფეხბურთისა არ იყოს სტადიონს რომ ტოვებდა ქართველი გულშემატკივარი თამაშის დამთავრებამდე ათი წუთით ადრე, "წავაგეთ ამათიო". ექვს ერზე თუ დაგვიშვეს ყოველთვის გავალთ მე-7 ადგილზე. თუ გაგვიმართლა შესაძლოა როდისმე მე-6 ადგილიც დავიკაოთ. ამას კი ქართველი გულშემატკივარი არ "აპატიებს" რაგბისტებს და შესაბამისად მოიკლებს რაგბის პოპულარობა. შედეგად უფრო ცოტა ბავშვს შეიყვანენ რაგბზე და კიდევ უფრო უკან დავიხევთ. ამიტომ მგონია რომ ექვს ერზე თამაში წინ გადადგმული კი არა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ ეტაპზე. აი 10-15 წლის შემდეგ თუ მოვძლიერდებით ისე რომ ტოლ-სწორად ვეთამაშოთ თუნდაც იტალია-შოტლანდიას მერე სხვა საქმეა.
goga
03 თებერვალი 2016 10:01
0
ფინანსურად არაა მომგებიანი და მეტი არაფერი.
vato
02 თებერვალი 2016 18:53
0
ძალიან დილეტანტი ვარ რაგბიში, მაგრამ ასეთი მიუკარებლობა და თვითიზოლაცია ექვსი ერის დონეს დასცემს და ეს ამ მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოჩნდა მემგონი
ირაკლი
02 თებერვალი 2016 15:09
0
ვითომ რაგბის მცოდნეებო რო იძახით საართველო არაა 6 ერის დონეზეო, იტალია იყო 5 ერის დონეზე როდესაც მიიღეს??? ძალიან სუსტი იყო იტალია მაგრამ მაინც მიიღეს... ჩვენ თუ მუდმივად ერთა ლიგაში გვათამაშებენ ვერ წავალთ წინ, უფრო ძლიერი მეტოქეები გვირდება რომ განნვითარდეთ..... ცვლილებები რომ არ უნდათ ექვს ერში იმიტომ ჩაისვარა ამ გათამაშების ყველა მონაწილემ მსოფლიოზე და ასეც გაგრძელდება რამე თუ არ შეცავლეს... ევროული რაგბი ძალიან უკან იწევს...
........
01 თებერვალი 2016 22:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული