მსოფლიო რაგბის რეიტინგი: საქართველო იგებს და ერთ ადგილს ტკეპნის...

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის ახალ რეიტინგ-ლისტში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ისევ მე-14 ადგილზეა 71,45 ქულით.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის I ტურში გერმანიის ნაკრების განადგურება (59:7) "ბორჯღალოსნებს" რეიტინგში ვერაფრით შეეწია, რადგან მეტოქე საკმაოდ დაბლაა სიაში.

ანალოგიური მდგომარეობაა პორტუგალიასთან დაკავშირებითაც, რომელსაც საქართველოს ნაკრები II ტურში შეხვდება. გერმანელები თუ 26-ე ადგილზე არიან, პორტუგალიელები კიდევ უფრო დაბლა, 27-ე ადგილს იკავებენ.

არადა, ჩვენს გუნდს მე-13 ადგილზე მყოფ ტონგასთან, რომელსაც მილტონ ჰეიგის გუნდმა მსოფლიოს თასზე მოუგო, სულ ცოტა აშორებს - 0,15 ქულა.

ათეულში ორი ცვლილებაა - ინგლისის ნაკრებმა საფრანგეთს გაუსწრო
და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ინგლისისგან მიერ დამარცხებული შოტლანდია მე-9 ადგილიდან ორი საფეხურით დაქვეითდა - იაპონიის ნაკრები უკვე მეცხრე ადგილზეა, მეათე კი - ფიჯია.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
საქართველოზე წინ ვინც არის იმ ქვეყნებში ცოტა მაინც თუ წარმოგიდგენიათ რა თანხები იხარჯება ბავშვთა რაგბში რა დონეზეა სპორტული მედიცინა, ადგილობრივი ჩემპიონატები და ა.შ. მაგის ნახევარი გააკეთეთ აქ და მერე იქონიეთ მსგავსი ამბიციები და მადლობა მოუხადეთ ქართულ გენს რის ხარჯზეც ვართ იქ სადაც ვართ!
qomagi
19:22 09-02-2016
0
რომელი ქვეყნის სპორტულ მედიცინაზე ლაპარაკობ? არგენტინის, სამოას, ფიჯის თუ ტონგას? ამ ქვეყნებში სპორტული კი არა საერთოდ მედიცინის აზრზე არ არიან.
ქომაგს
22:03 09-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული