Sportall.ge-ს გამოკითხვა: საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა რაგბია

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ დღეს საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა რაგბია.

გამოკითხვა: "რომელია დღეს საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა?" ჩვენს ვებგვერდზე სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში გამოკითხვაში მონაწილეობა 1505-მა ადამიანმა მიიღო.

გამოკითხულთა 50.4% (759) ფიქრობს, რომ დღეს საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა რაგბია, 30%-ის (452) აზრით კი, ფეხბურთი.

რაგბისა და ფეხბურთის შემდეგ გამოკითხულთა 13.8%-მა (207) სპორტის ნომერ პირველ სახეობად საქართველოში ძიუდო დაასახელა.

შემდეგ მოდის კალათბურთი - 3.5% (52) და ჭიდაობა - 2.3% (35).

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 29 /
იცით რა არის საწყენი? ამ ფეხბურთის გულშემატკივრებს რომ ასე შურთ და იბოღმებიან. თქვე კაი დედმამისშვილებო, ქარტულ გუნდზე, ქართველ სპორტსმენებზე ესე როგორ უნად იბოღმებოდეთ. ჯერ პირველი რომ მართლა წარმატებულები არიან რაგბისტები. რომ გაიძახით 20 გუნდში 16 ადგილზე ვართო, გადახედეთ ნაკრების მოთამაშეებს ყველა ტოპ გუნში თამაშობს. როგორც ფეხბურთში რიალში ან ბარსელონაში ითამაშონ. სხვა თუ არაფერი ეს არაფერს ნიშნავს?
giorgi
17 თებერვალი 2016 20:34
2
კიდევ არის ერთი რამ, რაც რაგბის ფეხბურთზე მაღლა აყენებ. ჩვენ ვიცით რომ ვერ მოვუგებთ ზელანდიას, ინგლისს, სამხრეთ აფრიკას. მაგრამ ვიცით ისიც რომ ჩვენი ბიჭები დავდაუზოგავად ითამაშებენ, თავს გაიმეტებენ, არ შეუშინდებიან ტრამვას რომელმაც შესაძლოა მათი კარიერა დაასრულოს. შეიძლება წაგონ, მაგრამ ჩვენ ვიცით რო ღირსეულად წააგეს, ჩვენ მაიც ტაშს დავუკრავთ და ისე გავაცილებთ მოედნიდან. ფეხბურთელები კი რას აკეტებენ? ფეხებს უფრთხილდებიან, ბრექიაობენ და მარიაჟობენ. ტქვენ კი სტვენით და გინებით იკლებთ. გინახავთ ვინმეს რაგბის წაგებული გუნდისთვის დაესტვინოს?
giorgi
17 თებერვალი 2016 20:48
2
რა ანგარიშებით წავაგეთ ახ.ზელანდია,არგენტინასთან?დაახლოებით 35–40ქულის სხვაობით.ლელოებით–1–7,1–8.....კალათბურთში ფინალისტ ლიტვასთან 4 ქულის სხვაობით დავმარცხდით ბოლო წუთებზე!ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონთან–გერმანიასთან–1–2,ესპანელებთან(0–1,0–2)...
ფეხბურთი,კალათბურთი....რაგბი
13 თებერვალი 2016 12:25
0
რატო ვერ შეიგნეთ რომ პორტუგალიასთან და რუსეთთან მოგება არის ..ა, დავიღალეთ უკვე.. 60 -0 49-3. და ესეთი ანგარიშებით ვუგებთ არასარაგბო ქვეყნებს, სარაგბო ქვეყნების 20 ქვეყნიან რეიტინგში ვართ 16 ადგილზე. და ვინც რასავ ქვია რაგბის თამაში იცის ვაგებთ ბევრით ცოტას. 100 ქვეყანა არ თამაშობს რაგბის, 20 ქვეყანა თამაშობს რასაც რაგბი ქვია რომ იცოდეთ და რაგბს ხმა ვინც მიცა მაგარი უმადური ყოფილა კალათბურთელების, რომლებიც ზედიზედ გავიდნენ ჯგუფიდან! არ გვყავს რაგბიში მაგარი გუნდი და შეიგნეთ, ფეხბურთში ფარერებს, გიბრალტარს, სვაზილენდს, ბურკინაფასოს, მალტას და ესეტ სტვირინოზ ქვეყნებს კი ვუგებთ დასხვა რა გინდათ
vai vai
13 თებერვალი 2016 11:52
0
გერმანიას 1-2 დავუმთავრეთო თქვე ოროსნებო თქვენ :Dდ ოროსანს რომ 4- დაუწერენ და გაუხარდება ისე ხართ :დდ საქართველოს ნაკრები ყოველთვის გადის მსოფლიო ჩემპიონატზე და წლიდან წლამდე კარგი პროგრესი აქვთ და თქვენ ერთხელაც ვერ მოხვდით მსოფლიოზე კი არა ევროპაზეც კი. რაგბის ახალგაზრდული ნაკრები ალაფის გამარჯვებულია 18 წლამდელთა ნაკრები ევროპის მეორეადგილოსანი .ხომ ხედავთ რა ტემპებით მივდივართ წინ იმ პირობებში როცა სტადიონიც არ გვქონდა და ასფალტზე ვარჯიშობდა ხალხი.
giorgi
14 თებერვალი 2016 18:32
1
მაჩანჩალა ფეხბურთის გულშემატკივრებმა წყალი გადაისხით. :დდ რაგბი სულ რომ არაფერი ღირსეულ შრომისმოყვარე გუნდურად მოაზროვნე და ფიზიკურად ძლიერ თაობას ზრდის. თქვენნაირი მარიაჯები და ზარმაცები რაგბიშI არ არიან ბიძIკო .მომინდომეს ფეხბურთი .
giorgi
14 თებერვალი 2016 18:28
1
უველა სახეობას ვგულშემატკივრობ და ვაფასებ, მაგრამ ჯერ გაერკვიეთ საკითხში და მერე იექსპერტეთ..რაგბიში ვართ 14 ადგილზე მსოფლიოში და მსოფლიო ჩემპიონატზე გავდივართ რეგულარულად.ეხლა გეკითხებით რომელი ნაკრები თამაშობს ამ დონეზე, ოგონდ ნუ დაწერთ რომ 20 ქვეყანა თამაშობსო და ეგეთ სისულელეებს.ძიუდოა კიდევ ასეთ დონეზე ჩვენთან
Gurji
13 თებერვალი 2016 14:10
1
საშენო არგუმენტები კი ჩაგიმწკრივებია, მაგრამ რატომ არ ამბობ რამდენი წელია რაც საერთოდ რაგბს თამაშობს საქართველო? და რა ტემპით მიდის ამ სპორტის პროგრესი ბოლო წლებში? უმადურობა შენი პოსტი უფროა რაგბისტების მიმართ თორემ კალათბურთელებს არავინ არაფერს უკარგავს და ეს ფაჩულიასთვის მიცემული ხმებიდანაც გამოჩნდა
ვაი ვაი-ს
13 თებერვალი 2016 12:55
0
კითხვა იყო ნომერ პირველი სპორტი საქართველოშიო და მსოფლიოსთან რა გინდათ?
და კიდე რაგბს თუ ოცი ქვეყანა (არადა ბევრათმეტია) თამაშობს და დანარჩენი არა მაშინ არც საქართველოში ყოფილა ფეხბურთი.
saba
13 თებერვალი 2016 12:23
1
2 აზრი არ არსებობს. ზოგადად ფეხბურთი რაგბზე მაღლა დგას პოპულარობით.. საქართველოშიც ეგრე იყო, მაგრამ ....

ნებისმიერ ეხლანდელ ქართველ ფეხბურთელი პოპულარობით გვედრით ვერ დაუდგება გორგოძეს :)

ფეხბურთის პოპულარობა ისეთი სისწრაფით იკლებს რომ მალე ძიუდოც კი გადაასწრებს :)

რატომაც არა? ძიუდოში მსოფლიოს ხუთეულში შევდივართ ნაკრები, ფეხბურთში კიდე 125-130 ნაკრებს შორის ვართ..

მონდომება არ ეტყობა მასიურად ფეხბურთელებს .. (რამოდენიმე გამონაკლისის გარდა)..

ეს 30 %-იც დარმწუნებული ვარ ზოგადად ფეხბურთის მოყვარულების მიცემული ხმაა..
ვიში
13 თებერვალი 2016 09:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული