"ბორჯღალოსნებთან" მატჩის წინ ესპანეთის ნაკრების თავკაცმა 16 ცვლილება განახორციელა

AutoSharing Option
შაბათს, ვაკის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ევროპის ერთა თასის გათამაშების მესამე ტურის მატჩში ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნები" ამ შეხვედრისთვის ორშაბათიდან ემზადებიან.

თბილისში საასპარეზოდ ემზადება ესპანელთა გუნდიც. "ლომების" თავკაცმა სანტიაგო სანტოსმა რუმინელებთან მატჩის შემდეგ გუნდში 16 ცვლილება განახორციელა.

გაფართოებულ შემადგენლობაში ოთხი ახალბედაცაა. ესენია: რაფაელ დე სანტიაგო (მადრიდი), პაბლო სანჩესი, დანიელ ბრიტოსი (ორივე-ვალიადოლიდი) და ოიერ გოია (ორდიზია).

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება შაბათს, 17:00 სთ-ზე დაიწყება.

ესპანეთის ნაკრები
ხოსე ლუის დელ ვალე (კისნეროსი), რაფაელ დე სანტიაგო (მადრიდი), პაბლო ფონტესი, ადამ
ნიუტონი (ალკობენდასი), ხუან ინსაუსტი (ერნანი), ოიერ გოია (ორდიზია), ჯო ჰატკინსონი, ხავიერ სანსი (ორივე-ინდერპენდიენტე), პაბლო სანჩესი, მანუელ რუისი, დანიელ ბრიტოსი, დევიდ გრიფიტსი, სილვიო კასტელიონი (ყველა-ვალიადოლიდი), ანტუან სანჩესი (ელ სალვადორი), მარტინ პერესი (მასი), ხერომ სივილი, გაუტიერ მინგუიონი (ბორდო), დავიდ ბარერა (ვანი), სერხი სევილა (ორიაკი), ხაიმე ნავა (დიჟონი), ხულენ გოია (მონლეონი), ხუან ანაია (გალვეგიანსი), დანიელ სნი (ჰევლოკ ნორსი).

ევროპის ერთა თასი. III ტური
27 თებერვალი
საქართველო-ესპანეთი
რუმინეთი-რუსეთი
გერმანია-პორტუგალია

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. საქართველო 2 2 0 0 +88 10(2)
2. რუსეთი 2 2 0 0 +28 9(1)
3. რუმინეთი 2 2 0 0 +28 9(1)
4. ესპანეთი 2 0 0 2 -5 2(2)
5. პორტუგალია 2 0 0 2 -51 0(0)
6. გერმანია 2 0 0 2 -78 0(0)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული