18:50 27-02-2016
საქართველო-ესპანეთი 38:7 - "ბორჯღალოსნების" გამარჯვება ბონუს-ქულით [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
მილტონ ჰეიგის შეგირდებს ანგარიშის გახსნა უკვე მე-3 წუთისთვის შეეძლოთ, მაგრამ მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ზუსტად ვერ დაარტყა. ქართველმა მორაგბეებმა მიზანს მე-14 წუთზე, საჯარიმო ლელოთი მაინც მიაღწიეს. კვირკაშვილმა გარდასახა და 7:0!
მე-20 წუთისთვის ესპანელებმა ანგარიშის გათანაბრება შეტევაში დაშვებული ჩვენივე შეცდომის შემდეგ შეძლეს. კვირიკაშვილმა არაზუსტი პასი გააკეთა, ბურთი ხელთ ხულენ გოიამ იგდო, მთელი მოედანი ჩაირბინა და ჩვენს ძელებს შორის დაამიწა. სტუმრებს გარდასხვა არ გასჭირვებიათ - 7:7
26-ე წუთისთვის "ბორჯღალოსნები" კვალვ წინ გავიდნენ - "მეკომ" ბურთი ფეხით გიორგი აფციაურს შეუგორა, მაგრამ მეტოქემ ლელო ბოლო მომენტში წესების დარღვევით აირიდა. საბოლოოდ მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, კვირკაშვილმა კი გარდასახა - 14:7
31-ე წუთზე ლელო თამაშიდანაც დავდეთ. მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ალექსანდრე თოდუამ დაამიწა, "მეკომ" კი გარდასახა. შესვენებამდე დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა - 21:7.
მეორე ტაიმი ესპანელებმა აქტიურად დაიწყეს და ერთ ეპიზოდში მეორე ლელოს დადებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მათ კვირიკაშვილმა შეუშალა ხელი. ამ უკანასკნელმა 52-ე წუთისთვის თავად დადო ლელო და "ბორჯღალოსნებს" ბონუს-ქულა გაუნაღდა.
55-ე წუთზე "ბორჯღალოსნებს" მეხუთე ლელო გიორგი ნემსაძის გარღვევას მოჰყვა, იერიში კი თამაზ მჭედლიძემ დააგვირგვინა. "მეკომ" გარდასახა - 33:7.
66-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა დავით კაჭარავამ ლელოთი მას შემდეგ გაზარდა, რაც მეტოქემ ბურთის ამოტანისას შეცდომა დაუშვა. ლაშა მალაღურაძემ რთული პოზიციიდან ვერ გარდასახა - 38:7. დარჩენილ დროში "ბორჯღალოსნები" ახლოს იყვნენ ლელოს დადებასთან, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
რაც შეეხება ჯგუფის სხვა მატჩებს, რუმინეთის ნაკრებმა შინ რუსეთს ანგარიშით 30:0 სძლია, გერმანიამ კი პორტუგალია დაამარცხა - 50:27.
მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 12 მარტს, სოჭში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
"ბორჯღალოსნებმა" შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარეს: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
სათადარიგოები: 16. ზურაბ ჟვანია, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ბექა გორგაძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი ფრუიძე.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. საქართველო 3 3 0 0 +109 15(3)
2. რუმინეთი 3 3 0 0 +58 14(2)
3. რუსეთი 3 2 0 1 -2 9(1)
4. გერმანია 3 1 0 2 -55 5(1)
5. ესპანეთი 3 0 0 3 -36 2(2)
5. პორტუგალია 3 0 0 3 -74 1(1)
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
არც ტონგასთან თავდადება, არც ზელანდიასთან თავგანწირვა ამ თამაშს არ შეედრება, ეს იყო ულამაზესი მატჩი, ასეთი ლაღი თამაში ჩვენი ნაკრების შესრულებით მე არ მინახავს, მადლობა მილტონ ჰეიგს და ყველა მორაგბეს უკლებლივ ამ სასიამოვნო წუთებისათვის, ჩვენი ნაკრები სწორ გზაზე დგას!!!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული