09:55 11-03-2016
"ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში და სამატჩო რაზმი რუსეთთან შეხვედრისთვის [VIDEO]
AutoSharing Option
10 მარტს კი "ბორჯღალოსნებმა" ღია ვარჯიში გამართეს, რომლის შემდეგაც ნაკრების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა საბრძოლო რაზმი დაასახელა.
ცხრა ნომრის პოზიციაზე, მსოფლიოს თასზე "ოლ ბლექსთან" რკენის შემდეგ, პირველად იწყებს ძირითადში გიორგი ბეგაძე. შეიცვალა შერკინების ორივე ბურჯი, მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის ნაცვლად თადარიგიდან დაწინაურდნენ კარლენ ასეიშვილი და ანტონ ფეიქრიშვილი.
მესამე ხაზში დაშავებული გიორგი თხილაიშვილის ნაცვლად ითამაშებს საბა შუბითიძე, ვისთვისაც სოჭის მატჩი კარიერის ყველაზე სერიოზული გამოცდა იქნება. სათადარიგოთა შორის დაგვემატა დიდი ძალა, ფრანგული "ტულონის" მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე.
საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებები ისტორიაში მეოცედ შეიბმებიან. 1993 წელს დაწყებულ მეტოქეობაში "ბორჯღალოსნები" ბევრად ჯობნიან "დათვებს" - 17 გამარჯვება, 1 წაგება და 1 ფრე. 2002 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, რუსეთი უკვე ზედიზედ 14-ჯერ დავამარცხეთ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები, გამარჯვების შემთხვევაში, თუ იტალიამ ვერ მოუგო ირლანდიას დუბლინში, მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-12 საფეხურზე გადაინაცვლებს, რომელზეც აქამდე არასდროს ვყოფილვართ.
საქართველო
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. კარლენ ასეიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ანტონ ფეიქრიშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. საბა შუბითიძე, 8. ლაშა ლომიძე.
16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. გიორგი მელიქიძე, 19. კონსტანტინე მიქაუტაძე, 20. ბექა გორგაძე, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მურაზ გიორგაძე.
რუსეთი
პირველი ხაზი: ალექსეი ვოლკოვი, სერგეი სეკისოვი, ინოკენტი ზიკოვი, ევგენი პრონენკო, ვლადიმირ პოდრეზოვი, ნაზირ გასანოვი.
მეორე ხაზი: ევგენი ელგინი, ანდრეი გარბუზოვი, ანდრეი ტემნოვი, ანდრეი ოსტრიკოვი, დენის ანტონოვი
მესამე ხაზი: ანტონ რუდოი, ვიქტორ გრესევი, დიმიტრი კროტოვი, ტაჰირ გაჯიევი, მიხაილ სიდოროვი
#9: ალექსეი შერბანი, რუშან იაგუდინი, სერგეი იანუშკინი, კონსტანტინ უზუნოვი
#10: რამილ გაისინი, იური კუშნარიოვი
#12-13: ვლადიმირ რუდენკო, იგორ გალინოვსკი, მიხაილ ბაბაევი
#11-14: დენის სიმპლიკევიჩი, იგორ კურაშოვი
#15: ვასილი არტემევი
ევროპის ერთა თასი 2016. IV ტური
12 მარტი
ესპანეთი-პორტუგალია
რუმინეთი-გერმანია
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +126 15
2. რუმინეთი 3 3 0 0 +58 14
3. რუსეთი 3 2 0 1 -2 9
4. გერმანია 3 1 0 2 -55 5
5. ესპანეთი 3 0 0 3 -36 2
6. პორტუგალია 3 0 0 3 -74 1
დაპირისპირებათა ისტორია
1993.25.05 სოპოტი 09:15
1996.20.10 ეროვნული 29:20
1998.20.05 ეროვნული 12:06
2001.04.03 კრასნოდარი 25:23
2002.03.03 ეროვნული 12:12
2002.13.10 ეროვნული 17:13
2003.08.03 კრასნოდარი 23:17
2004.06.03 ვაკე 09:03
2004.20.11 კრასნოდარი 27:15
2006.04.02 ეროვნული 46:19
2007.24.03 ეროვნული 31:12
2008.12.04 კრასნოიარსკი 18:12
2009.22.03 მარიუპოლი 29:21
2010.20.03 ტრაბზონი 36:08
2011.19.03 სოჭი 15:09
2012.17.03 ვაკე 46:00
2013.23.02 სოჭი 23:09
2014.22.02 ეროვნული 36:10
2015.14.03 ვაკე 33:00.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული