რუსეთი VS საქართველო - სანახაობრივი რაგბის მოლოდინში

AutoSharing Option
დღეს, 12 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ერთა თAსი 2016-ის მორიგ შეხვედრას სოჭში რუსეთის ნაკრებთან გამართავს.

მატჩი ჩვენი დროით 16:00 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

11 მარტს სოჭში რუსეთის და საქართველოს ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

მილტონ ჰეიგი: "ეს მატჩი რა თქმა უნდა ძალზე მნიშვნელოვანია ყველასთვის. აქ საკმაოდ წვიმს, თუმცა თბილისში კარგ ამინდში ვემზადებოდით. ტრადიციულად საქართველოში ყველას ამ თამაშის მიმართ დიდი მოლოდინი აქვს და ამ მატჩის პრინციპული მნიშვნელობიდან გამომდინარე ისევე, როგორც ნებისმიერი
სხვა მატჩისთვის ჩვენ საკმაოდ კარგად მოვემზადეთ".

ალეკსანდრ პერვუხინი (რუსეთის მთ. მწვრთნელი): "უპირველეს ყოვლისა მინდა მივულოცო ჩვენს ქართველ მეგობრებს მსოფლიო თასზე საკმაოდ კარგი თამაში. მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური მდგომარეობისა ხვალ იქნება თამაში, რომელშიც ორი საკმაოდ კარგად ნაცნობი და დიდი ხნის მეტოქე ეთამაშება ერთმანეთს; გუნდები, რომლებიც ერთმანეთს კარგად იცნობენ და მეგობრობენ და აქედან გამომდინარე საკმაოდ კარგი მატჩი გველის. ჩვენც საკმაოდ კარგად მოვემზადეთ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის".

შალვა სუთიაშვილი: "რუსეთის ნაკრები პროგრესირებს, რაც ბოლო დროინდელი თამაშების დამსახურებაა - საკმაოდ დინამიური გუნდი გახდა. ჩვენც შესაბამისად მოვემზადეთ და ვცდილობთ ჩვენი თამაში ვითამაშოთ. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ყოველთვის დაძაბული თამაშები იმართება ჩვენსა და რუსეთს შორის, რომლებსაც გარკვეული ემოციები ახლავს. ვიმედოვნებ, რომ ხვალ კარგი და სანახაობრივი თამაში იქნება. არც ჩვენ ვაპირებთ უხეშობას და იმედი მაქვს, რომ არც მეტოქე აპირებს ამას და ხვალ კარგ რაგბს ვითამაშებთ.

საქართველო
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. კარლენ ასეიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ანტონ ფეიქრიშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. საბა შუბითიძე, 8. ლაშა ლომიძე.
16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. გიორგი მელიქიძე, 19. კონსტანტინე მიქაუტაძე, 20. ბექა გორგაძე, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მურაზ გიორგაძე.

რუსეთი
პირველი ხაზი: ალექსეი ვოლკოვი, სერგეი სეკისოვი, ინოკენტი ზიკოვი, ევგენი პრონენკო, ვლადიმირ პოდრეზოვი, ნაზირ გასანოვი.
მეორე ხაზი: ევგენი ელგინი, ანდრეი გარბუზოვი, ანდრეი ტემნოვი, ანდრეი ოსტრიკოვი, დენის ანტონოვი
მესამე ხაზი: ანტონ რუდოი, ვიქტორ გრესევი, დიმიტრი კროტოვი, ტაჰირ გაჯიევი, მიხაილ სიდოროვი
#9: ალექსეი შერბანი, რუშან იაგუდინი, სერგეი იანუშკინი, კონსტანტინ უზუნოვი
#10: რამილ გაისინი, იური კუშნარიოვი
#12-13: ვლადიმირ რუდენკო, იგორ გალინოვსკი, მიხაილ ბაბაევი
#11-14: დენის სიმპლიკევიჩი, იგორ კურაშოვი
#15: ვასილი არტემევი

ევროპის ერთა თასი 2016. IV ტური
12 მარტი
ესპანეთი-პორტუგალია
რუმინეთი-გერმანია

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +126 15
2. რუმინეთი 3 3 0 0 +58 14
3. რუსეთი 3 2 0 1 -2 9
4. გერმანია 3 1 0 2 -55 5
5. ესპანეთი 3 0 0 3 -36 2
6. პორტუგალია 3 0 0 3 -74 1

დაპირისპირებათა ისტორია
1993.25.05 სოპოტი 09:15
1996.20.10 ეროვნული 29:20
1998.20.05 ეროვნული 12:06
2001.04.03 კრასნოდარი 25:23
2002.03.03 ეროვნული 12:12
2002.13.10 ეროვნული 17:13
2003.08.03 კრასნოდარი 23:17
2004.06.03 ვაკე 09:03
2004.20.11 კრასნოდარი 27:15
2006.04.02 ეროვნული 46:19
2007.24.03 ეროვნული 31:12
2008.12.04 კრასნოიარსკი 18:12
2009.22.03 მარიუპოლი 29:21
2010.20.03 ტრაბზონი 36:08
2011.19.03 სოჭი 15:09
2012.17.03 ვაკე 46:00
2013.23.02 სოჭი 23:09
2014.22.02 ეროვნული 36:10
2015.14.03 ვაკე 33:00.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსები ჭკუაზე არ არიან – "გორგოძე არ იქნებაო" არადა მაინც რომ არ აცდებათ ...:–)
+_)*
14:35 12-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული